top of page

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების (CDI SCPX) პროექტის ფარგლებში

რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) 2013 წლის ივნისიდან დაიწყო პროგრამის - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა კავკასიური გაზსადენის  სისტემის გაფართოების   პროექტის ფარგლებში (CDI SCPX)“ განხორციელება, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია  კომპანია ბიპისა (BP) და მისი პარტნიორების მიერ.

CDI SCPX ახორციელებს სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებს გაზის წნევის მარეგულირებელი სადგურიდან 5 კმ-ის რადიუსში მდებარე 5 სოფელში.
პროგრამის მიზანია ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბება “BP”-სა და CDI SCPX სამიზნე  სოფლებს  შორის, ამ სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესების, დასაქმების ხელშეწყობისა და  სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერების გზით. პროგრამა ორწლიანია და დასრულდება 2015 წლის მაისში.

 

  • სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

  • სადემონსტრაციო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების გაშენება

  • სასოფლო კოოპერატივის შექმნა

  • მცირე ბიზნესის დაწყება

CDI SCPX ხელს უწყობს ისეთი სფეროების განვითარებას, როგორიც არის: 

ახალციხის რაიონის სოფლები: უდე, წარბასთუმანი

პირობები:

     პროგრამა ხელს უწყობს მიზნობრივ სოფლებში სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და განვითარებას. სათემო ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება მიიღონ თანამონაწილეობრივი გრანტები ინფრასტრუქტურის  იმ ობიექტების  რეაბილიტაციისთვის, რომლებიც სოფლის მოსახლების მიერ არის პრიორიტეტად მიჩნეული.  პროექტები მცირე მასშტაბისაა, რადგან ხორციელდება სოფლის მოსახლეობის მიერ.

  ადგილობრივ ფერმერთა ჯგუფები სარგებლობენ რეგიონული განვითარების ასოციაციის გამოცდილი აგრონომების უფასო კონსულტაციებით რათა გააშენონ სადემონსტრაციო ნაკვეთები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მიღებული ცოდნა გაუზიარონ სოფლის სხვა ფერმერებს.

    პროექტი ითვალისწინებს სასოფლო კოოპერატივის შექმნის წილობრივი დაფინანსებაც. ასევე ხდება თანამონაწილეობრივი გრანტების გაცემა მცირე ბიზნესის წამოსაწყებად. დაფინანსების ყველა სქემა ითვალისწინებს შესაბამის უფასო საკვალიფიკაციო სწავლებას და კონსულტაციებს.

     პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამიზნე სოფლებში (უდე, წარბასთუმანი, აბათხევი, წინუბანი, ჯულღა) მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს.

ადიგენის რაიონის სოფლები: აბათხევი, წინუბანი და ჯულღა

საპროექტო განაცხადი:

   

პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა შევსებული საპროექტო განაცხადის წარმოდგენა რეგიონული განვითარების ასოციაციის ოფისში. განაცხადის ფორმის მიღება შესაძლებელია:

  • რეგიონული განვითარების ასოციაციის ოფისში: ახალციხე, წმინდა დავით და კონსტანტინეს ქუჩა #21 ტელ: 0365220092; 595451911

  • ელ ფოსტის მეშვეობით: info@rda.org.ge

  • სამიზნე სოფლების რწმუნებულებთან.

 

    
     შევსებული განაცხადის წარმოდგენამდე შესაძლებელია კონსულტაციის მიღება რეგიონული განვითარების ასოციაციის ოფისში.

   რეგიონული განვითარების ასოციაცია განიხილავს განაცხადებს და კონკურსის წესით შეარჩევს საუკეთესო პროექტებს დასაფინანსებლად.

     RDA განსაკუთრებით მოუწოდებს ქალბატონებს და ახალგაზრდებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში.


                        << განაცხადის ფორმა>>

bottom of page