top of page

RDA და გუნდი

ჩვენი გამოცდილება     
 

რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა 2010 წელს კერძო და მესამე სექტორებში მომუშავე წარმატებულ პროფესიონალთა მიერ. RDA-ში სრულ განაკვეთზე მუშაობს 40-მდე ადამიანი, რომელთა ნაწილი განთავსებულია სათავო ოფისში, თბილისში, და ასევე რეგიონალურ ოფისებში ახალციხეში (სამცხე-ჯავახეთი), მარნეულსა და წალკაში (ქვემო ქართლი).

 

რეგიონული განვითარების ასოციაცია 2011 წლიდან ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის პროგრამას (CDI) სამცხე-ჯავახეთში, რომელიც დაფინანსებულია კომპანიის BP და მისი პარტნიორების მიერ. პროექტი ხელს უწყობს სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას სათემო ორგანიზაციების შექმნა-განვითარებით, რომლებიც კონკურსის წესით მოიპოვებენ თანხებს და ახორციელებენ სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტიაციის მცირე პროექტებს.  RDA ეხმარება პროგრამის არეალის მოსახლეობას სოფლის პრობლემების კომუნიკაციაში ადგილობრივ მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. პროგრამა ასევე ქმნის შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს - ადგილობრივ მეწარმეთა შორის ცოდნის გაზიარებით, მათი თანადაფინანსებით და ცოდნითა და უნარებით აღჭურვით, რომ მათ დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი.

 

რეგიონული განვითარების ასოციაციამ  2014-2017 წლებიდან მოიცვა დასავლეთ საქართველოც. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო მცირე ფერმერების კოოპერაციის კომპონენტში - ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში ENPARD  (ევროკავშირის პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველოში), როგორც კონსორციუმის წევრს, რომელსაც ხელმძღვანელობას უწევდა ქეა საერთაშორისო კავკასიაში (Care International in the Caucasus). პროგრამაში რეგიონული განვითარების ასოციაცია პასუხისმგებელი იყო საველე სამუშაოებზე, რომლებიც ხელს უწყობდა მდგრადი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებას სამეგრელოს, გურიისა და ქვემო სვანეთის შვიდ მუნიციპალიტეტში. რეგიონული განვითარების ასოციაცია ასევე ხელს უწყობდა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებას, მთავრობასა და ფერმერებს შორის სწორი დიალოგის ჩამოყალიბების მიზნით.

 

rda 3.PNG
8 წელი.PNG

2015 წელს რეგიონული განვითარების ასოციაცია გახდა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში  „მცირე და მიკრო მეწარმეობის ხელშეწყობა“ პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია. ჩვენ 3 წლის განმავლობაში ხელი შევუწყვეთ 4,500 -მდე ადგილობრივის სამეწარმეო უნარების დახვეწას და დავაფინანსეთ 1,700-მდე მცირე მეწარმე. პროგრამა დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივის ფარგლებში. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა დაფუძნებულია  მცირე ბიზნესის ხელშეწყობის წარმატებულ მოდელზე, რომელიც შექმნილია კომპანია BP-ის ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინციატივის (CDI) მიერ. ეს მოდელი, 2015 წლიდან გაზიარებული და წარმატებით დანერგილი იქნა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის ყველა რეგიონში - რეგიონული განვითარების ასოციაციის საველე ოპერაციების მაგალითზე დაყრდნობით. ჩვენ ამას მივიჩნევთ, როგორც რეგიონული განვითარების ასოციაციის მთავარ მიღწევას რეგიონული განვითარებისთვის ადვოკატირების სფეროში!

 

2016 წლიდან რეგიონული განვითარების ასოციაცია პარტნიორობას უწევს ქემონიქსს (Chemonics), საერთაშორისო განვითარების სფეროში ერთერთ წამყვან ამერიკულ ორგანიზაციას. ქემონიქსთან ერთად რეგიონული განვითარების ასოციაცია ახორციელებს USAID -ის კერძო სექტორის განვითარების 5 წლიან პროგრამას - Zrda  სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. პროექტ Zrda-ში რეგიონული განვითარების ასოციაცია პასუხისმგებელია საველე სამუშაოებზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სოფლის მოსახლეობის განვითარების აქტივობებს, ისეთებს, როგორებიცაა - ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები.

ბესო ბაბუნაშვილი (1).jpg

ბესიკ ბაბუნაშვილი

თავმჯდომარე

20 წელზე მეტი  მენეჯერული გამოცდილებით კერძო და არასამთავრობო სექტორში, ბესიკ ბაბუნაშვილი არის დამფუძნებელი და დირექტორი რამოდენიმე ქართული კომპანიისა, რომელიც  ჩართულია დისტრიბუციაში (LBN Ltd. ), აგრობიზნესსა (GBZ Ltd) და ფინანსურ მომსახურებაში (Baker Tilly Georgia Auditoring Firm). მიიღო საქართველოს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაგისტრის ხარისხი 1988 წელს,  ხოლო 1998 წელს ასპირანტის ხარისხი ქიმიაში. დამატებითი საგანმანათლებლო გამოცდილება მოიცავს სერტიფიცირებულ საბუღალტრო და კვების პროდუქტების უვნებლობის კურსებს. ფლობს ქართულ და რუსულ ენებს, აქვს სამუშაო ცოდნა ინგლისური ენისა. ბატონი ბაბუნაშვილი მართავს წნისში რძისა და კომბინირებული საკვების ქარხნებს. აქტიურადაა  ჩაბმული  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2003 წლიდან. გახლავთ RDA -ს დამფუძნებელი​.

bbabunashvili@yahoo.com

გვანცა მელაძე.JPG

გვანცა მელაძე

აღმასრულებელი დირექტორი

გვანცა მელაძეს გააჩნია 20 წლიანი გამოცდილება კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორებში. უკანასკნელი წლების მანძილზე გვანცა მელაძე აქტიურად არის ჩართული არასამთავრობო სექტორში. იგი არის რეგიონული განვითარების ასოციაციის (RDA) თანადამფუძნებელი და დირექტორი - პასუხისმგებელია ფანდრაიზინგზე (დაფინანსების მოძიება)  და ასოციაციის პროექტების განხორციელების სტრატეგიების ზედამხედველობაზე. ასევე, იგი სათავეში უდგას ექსპორტის განვითარების ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს და არის აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტის საკონსულტაციო კომპანიის - Gateway & Partners ფრანჩიზული ოფისის დირექტორი საქართველოში.

გვანცა პროფესიით არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი. მან 2009 წელს მიიღო გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის (საფრანგეთი) და კავკასიის ბიზნესის სკოლის ორმაგი მაგისტრის ხარისხი გლობალურ მართვაში.

gvantsa.meladze@rda.org.ge

ნიკოლოზ საყვარელიძე.JPG

ნიკოლოზ საყვარელიძე

პროგრამების დირექტორი

პროექტების მართვის დიდი გამოცდილებით, ნიკოლოზ საყვარელიძე არის უშუალო პასუხისმგებელი პირი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“, მეხუთე ფაზის მართვისა. ასევე იგი არის ორგანიზაციის მონიტორინგისა და შეფასების სისტემების დამნერგავი და M&E გუნდის ლიდერი.

nsakvarelidze@rda.org.ge

კახი ჯაში.JPG

კახი ჯაში

ფინანსური მენეჯერი

საერთაშორისო  ორგანიზაციებსა და კერძო სექტორში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილებით,

კახი ჯაში პასუხისმგებელია ფინანსური მართვის ყველა იმ საქმიანობაზე, რასაც  ახორციელებს  RDA დაარსების დღიდან

kjashi@rda.org.ge

bottom of page