top of page
პუბლიკაციები
7. პეტროს მარქარიან_აბათხევი1.JPG

პეტროს მარქარიან - აბათხევი, ახალციხე

ინკუბატორი

აბათხევში მცხოვრები 185 მკვიდრისთვის, ეკონომიკის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა და ამ მხრივ არც პეტროს მარქარიანია გამონაკლისი. ოჯახში რამდენიმე ფრთა ქათამი წლებია ჰყავთ და უვლიან, თუმცა საქმიანობის გაფართოების და ბიზნესად ქცევის იდეა ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ვინაიდან ბუნებრივ პირობებში მეფრინველეობას ახასიათებს სეზონურობა და ასევე მაღალია კვერცხის დაზიანების რისკი, პეტროსმა არჩევანი საწიწილესაინკუბატორე მეურნეობაზე შეაჩერა და დაიწყო ინფორმაციის მოძიება.

8. ყვავილების სათბური_აწყური1.jpg

მარიამ მოსიძე - აწყური, ახალციხე

ყვავილების სათბური

ინტერვიუ ყვავილების სათბურში შედგა, სადაც ასეულობით სხვადასხვა ჯიშის მცენარე ხარობს და ზამთრის სუსხიან დღესაც კი, გაზაფხულის თავისებურ, უნიკალურ არომატს გაგრძნობინებთ. სათბურის კარს, რომ შეაღებთ და ზღურბლს გადახვალთ, თითქოს ფერად სამყაროში მოგზაურობთ, სადაც აკვირდებით როგორ იბადება ბუნება. აქ ყოველი წუთი სავსეა სიცოცხლის მოლოდინით.

2_ვაჟა კაკააშვილი_არალი 1.JPG

ვაჟა კაჭკაჭაშვილი - ადიგენი, არალი

მინანქრის სახელოსნო

ჩვენი რესპოდენტი ახალგაზრდა ხელოვანი მეწარმეა, რომელსაც შემოქმედებითი და ინოვაციური იდეები ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გაუჩნდა, შემდგომ კი, პროგრამის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითრების ინიციატივა“ დახმარებით შეიძინა სახელოსნოს მოწყობისთვის აუცილებელი ტექნიკა და შეძლო იდეები გარდაექმნა მდგრად ბიზნესად.

3_მალხაზ ხოზრევანიძე_ავრანლო.jpg

მალხაზ ხოზრევანიძე - წალკა, ავრანლო

სადურგლო საამქრო

პროფესიით მათემატიკოსი მალხაზ ხოზრევანიძე წლების მანძილზე ავრანლოს სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. მისთვის სადურგლო საქმიანობა განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება იყო და სამსახურიდან დაბრუნებული როგორც თავად ამბობს „სახლში ჩხირკედელაობდა“.

6. პეტროს ადამიან_წყალთბილა.JPG

პეტროს ადამიან - წყალთბილა, ახალციხე

მეფუტკრეობა

პეტროს ადამიან - მეფუტკრე სოფელ წყალთბილადან, რომლის ოჯახში ფუტკრის მოვლის კულტურა 10 წელზე მეტს ითვლის, პროგრამის ერთ-ერთი მოსარგებლეა. ინტერვიუს ჩასაწერად მეფუტკრეს ადგილზე ვეწვიეთ, ჩვენი ვიზიტი შემოდგომის მზიან დღესა და საფუტკრეში საშემოდგომო სამუშაოებს დაემთხვა. სოფელში ჩასულებს, პეტროსი გაგვიძღვა საფუტკრისკენ, რომელიც განლაგებულია ტყესთან ახლოს, საკვები ბაზით უზრუნველყოფილ ადგილას, სადაც გადამდები დაავადებების ალბათობა ნაკლებია.

5. ლილი შაყულაშვილი_ტაძრისი.JPEG

ლილი შაყულაშვილი - ტაძრისი, ბორჯომი

სასწავლო ცენტრი

პროფესიით ფილოლოგმა, პროფესიული ცხოვრება მოწაფეებს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაუკავშირა და ტაძრისის საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე მასწავლებლობა და ბავშვებთან მუშაობა საკმაოდ რთულია, ლილიმ მოახერხა და შეძლო გამხდარიყო ჩაკეტილი წრის გამრღვევი პედაგოგი, რომელმაც არაძალადობრივი სასწავლო მიდგომებითა და სწორი ღირებულებებით მიიზიდა მოსწავლეები, შეაყვარა მათ საგნები და გახდა მოწაფეებისთვის სანდო და საიმედო საყრდენი.

4_მეგი გელაშვილი_საკირე 1.jpeg

მეგი გელაშვილი - საკირე, ბორჯომი

სილამაზის სალონი

სილამაზის სალონი „ელეგანტი“, რომელსაც დღეს ათეულობით კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს, სწორედ მეგი გელაშვილის შრომითა და აღნიშნული პროგრამის ხელშეწყობით შეიქმნა, თუმცა მანამდე გრძელი და რთული გზა იყო. 

„აღარ ვაპირებ სოფლიდან წასვლას, არც დედაქალაქში და მითუმეტეს არც ქვეყნის გარეთ და ამის მიზეზი CDI პროგრამაა, რომელიც დამეხმარა ბიზნესის დაწყებაში“

1_მხევინარ სურმანიძე_არწივანი 1.JPG

მზევინარ სურმანიძე - არწივანი, წალკა
სამკერვალო სალონი

მზევინარ სურმანიძე ერთ-ერთი ქალი მეწარმეა, რომლის შექმნილი სამკერვალო სალონი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც არწივანში, ასევე მიმდებარე სოფლებში. 

სამკერვალოში შესვლისთანავე თვალს მოგჭრით ფერად-ფერადი ქსოვილებით სავსე თაროები. იქ შესულები თითქოს სხვა სამყაროში აღმოჩნდებით და ვერც კი იფიქრებთ, რომ რამდენიმე თვის წინ აქ საწყობი იყო.

Flower Greenhouse_Atskuri.JPG

USAID და bp წარმომადგენლებმა CDI6 ფარგლებში განხორციელებული პროექტები მოინახულეს

04/05/2021

რეგიონული განვითარების ასოციაციამ პროგრამის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე USAID და bp წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე, მეწარმეებმა დონორებს გააცნეს პროგრამის დახმარების შედეგად განხორცილებული საქმიანობა, ისაუბრეს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე და ასევე სამომავლო გეგმებზე.

პროგრამა „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;

  • მცირე ბიზნესის დაწყებისა და გაფართოების ხელშეწყობა;

  • აგრონომიული ცოდნის გავრცელების წყაროს ჩამოყალიბება სათემო კავშირების ბაზაზე.

 

sx.jpg

მარიამ მოსიძე

31/03/2021

გაიცანით, USAID/Zrda და bp ერთობლივი პროგრამის მოსარგებლე - მარიამ მოსიძე, მეყვავილე, სოფელი აწყურიდან. 

პროგრამის განმახორციელებელი - რეგიონული განვითარების ასოციაცია. 

Logo_4Poti.png

ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის

29/03/2021

​​„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად, იწყებს მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის პროგრამას “ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“.
 

პროგრამა, რომელიც ფოთის მოსახლეობას არაერთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელს მოუტანს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში უშუალოდ განხორციელდება ექსპორტის განვითარების ასოციაციისა (EDA) და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, რეგიონალური განვითარების ასოციაციის (RDA) მიერ. 

2_რ.jpg

არჩილ ხინიკაძე

12/02/2021

არჩილ ხინიკაძე, სათემო კავშირი „ბარეთი“-ს თავმჯდომარე, სოფელი საბეჭისი. 

წალკაში პროგრამის განმახორციელებელია რეგიონული განვითარების ასოციაცია 

1_r.jpg

ნანა დევდარიანი

12/02/2021

გაიცანით, USAID/Zrda და bp-ს ერთობლივი პროგრამის მოსარგებლე, ნანა დევდარიანი, ყველის მწარმოებელი, სოფელ ბარეთიდან.
 

წალკაში პროგრამის განმახორციელებელია რეგიონული განვითარების ასოციაცია 

3_05.09.jpg

5/09/2020

სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი

2020 წლის 5 სექტემბერს, USAID პროექტის “Zrda activity in Georgia” ფინანსური მხარდაჭერითა და რეგიონული განვითარების ასოციაციის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის რეგიონული ორგანიზაციის (DMO), ახალციხის მერიისა და რაბათის ციხის თანამშრომლებისათვის, თბილისში, არტ-ჰაუსში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი (TOT) „სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“. ტრენინგს უძღვებოდა მარკეტინგის სპეციალისტი სოფიო ბრიტანჩუკი. სასწავლო კურსი მოიცავდა 3 მოდულს: გასტრონომიული ტრადიციები, მარკეტინგი და ბრენდინგი. ტრენინგის მონაწილეებს წარედგინათ ფოტო და ვიდეო მასალა სამცხე-ჯავახეთის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც რდა-მ შეიმუშავა ინიციატივა „„აღმოაჩინე სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“  ფარგლებში. 

 

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა - „აღმოაჩინე სამცხე- ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“ წარმოადგენს ტრენინგების ციკლს, რომლის ფარგლებშიც რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) USAID-ის პროექტის - “Zrda Activity in Georgia” მხარდაჭერით ადგილობრივ მეწარმეებსა და მმართველი სტრუქტურების წარმომადგენლებს გააცნობს რეგიონის კულტურული მემკვიდრეობისა თუ ტრადიციების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობებს.

2_05.09.jpg

5/09/2020

სასწავლო ვიზიტი კახეთში

2020 წლის 5-6 სექტემბერს, USAID პროექტის „Zrda Activity in Georgia” ფინანსური მხარდაჭერითა და რეგიონული განვითარების ასოციაციის ორგანიზებით კახეთის რეგიონში სასწავლო ვიზიტი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის რეგიონული ორგანიზაციის (DMO), ახალციხის მერიისა და რაბათის ციხის თანამშრომლებმა.

სადემონსტრაციო ტურის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს სხვადასხვა ტურისტული ობიექტი,  ქართულ-ტრადიციული რესტორანი ბადია ქალაქ თელავში, სასტუმრო ზუზუმბო, მარან-მუზეუმი ნუმისი ველისციხეში,  ბაბანეურის მარანი, და აგროტურისტული ობიექტი „წინანდლის ედემი“. ბიზნესის წარმომადგენლებმა ტურის მონაწილეებს გაუზიარეს საკუთრი გამოცდილება და აღნიშნეს ის გამოწვევები და სირთულეები რაც კოვიდ-19- ის პანდემიამ ტურიზმის სფეროში გამოიწვია. გამოწვევების დაძლევისთვის კი ადგილობრივი ტურიზმის განვითარება, მომხმარებლის სწორი სეგმენტაცია და ცვლილებები შეთავაზებულ მომსახურებაში მნიშვნელოვან და აუცილებელ პირობად დასახელდა.

ტურის მონაწილეებს ჰქონდათ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ჩართულიყვნენ პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასებში. ასევე მიეღოთ რჩევები კერძებისა და ღვინის შეხამების მიმართულებით.

მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სასწავლო ტური, რამდენადაც ტურის ფარგლებში მიღებულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ აჩვენა, თითოეული რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის მარკეტინგული და ეკონომიკური მიზნებისთვის გამოყენების პოტენციალი.

1_june.jpg

გაიცანით, USAID „ზრდა პროექტი საქართველოში”-ს ბენეფიციარები

15/06/2020

არიფ ომაროვი და ხალიტ ხალივოვი, ქვემო ქართლის რეგიონი, სოფელი შულავერიდან.

2020 წლის ივნისის თვეში, მსოფლიო პანდემიით გამოწვეული რთული მდგომარეობის მიუხედავად, სახელმწიფო შეზღუდვებისა და რეგულაციების სრული დაცვით ფერმერებმა მოაწყვეს 1800 მ2 -იანი სასათბურე მეურნეობები, სადაც არასეზონზე ბოსტნეულს (კიტრსა და პომიდორს) მოიყვანენ, რომელთა რეალიზებასაც ადგილობრივ ბაზარზე მოახდენენ. 

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" - ბენეფიციარები

05/09/2019

პროგრამის "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში პირველ ეტაპზე შეიქმნა 93 მიკრო/მცირე ბიზნესი, რომელიც მოიცავს წარმოებისა და მომსახურების სხვადასხვა სფეროებს.
მეწარმეებმა მიიღეს ცოდნა ბიზნესის მართვის, შრომის უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის შესახებ, რის შედეგადაც მათ გააუმჯობესეს მომსახურებისა და წარმოების ხარისხი. პროგრამა კვლავ აგრძელეს მათ ტექნიკურ მხარდაჭერას.

შექმნილმა ბიზნესებმა ხელი შეუწყო 100-მდე ადამიანის დასაქმებას და 7,000-ზე მეტი მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტისა და მომსახურების მიწოდებას.

პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიებში (BTC/SCP), ასევე დაგეგმილი საქმიანობების ნაწილს აფინანსებს USAID-ის მიერ დაფინანსებული და Chemonics International-ის მიერ განხორციელებული პროექტი “ზრდა”.

სრულად

ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი

30/06/2019

2019 წლის 28-30 ივნისს ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 150 რეწვის ოსტატმა. 30 საერთაშორისო ოსტატი მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან ჩამოვიდა.

სამი დღის განმავლობაში მსურველებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ოსტატების ნამუშევრები, დასწრებოდნენ საჯარო ლექციებსა და პრეზენტაციებს, დაეთვალიერებინათ სამუზეუმო კოლექციის ექსპონატები და ჩართულიყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებო პროგრამებში.

 

ფესტივალში მონაწილეობას იღებდა რეგიონული განვითარების ასოციაციაც ინიციატივით - „აღმოაჩინე სამცხე ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“, რომლის ფარგლებშიც ასოციაციამ ჩაატარა საჯარო ტრენინგი თემაზე - „ეთნოსუვენირები“ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინიციატივის ფარგლებში შექმნილი პუბლიკაციების სამცხე-ჯავახეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

სასწავლო ვიზიტი კახეთში

17/06/2019

2019 წლის 15-16 ივნისს USAID პროექტის ზრდა საქართველოში ფინანსური მხარდაჭერითა და რეგიონული განვითარების ასოციაციის ორგანიზებით კახეთის რეგიონში სასწავლო ვიზიტი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალციხის, ასპინძის, ბორჯომისა და აწყურის მუნიციპალიტეტებში არსებული განთავსების საშუალებების 14-მა მოსარგებლემ.

კახეთში გამგზავრებამდე ინფოტურის მონაწილეების პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისში, სასტუმრო ალფაბეტის მფლობელთან - თინათინ გეთიაშვილთან, რომელმაც თავის გამოცდილება და რჩევები გაუზიარა სტუმრებს.

მონაწილეები ასევე შეხვდნენ სპეციალურად მათთვის მოწვეული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალით. ბენეფიციარებმა მათ მოკლედ უამბეს თავისი ობიექტების შესახებ, დაურიგეს ბროშურები და გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია.

შეხვედრა მიზნად ისახავდა  სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ობიექტებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარებას და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის დაწყებას.

✔ ზემოაღნიშნული შეხვედრებისა და დისკუსიის შემდეგ სასწავლო ვიზიტის მონაწილეები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ისინი ეწვივნენ ბაბანეურის მარანს, რომელიც ასევე პროექტ ZRDA-ს კახეთის სამიზნე თემში მდებარეობს, საოჯახო სასტუმროებს - „ბეტი“, „ევროპა“, „ძნელაძე“, მე-16 საუკუნის მარან-მუზეუმ ნუმისს. მასპინძლებმა მათ გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და მისცეს რეკომენდაციები - როგორ მოვამზადოთ მარტივი საუზმე, როგორ დავხვდეთ სტუმარს, როგორ მოვაწყოთ სასტუმრო ოთახი მარტივად, როგორ დავიცვათ სისუფთავის სტანდარტი.

✔ გარდა საოჯახო სასტუმროებისა მოსარგებლეები ესტუმრნენ ლილი მურთაზაშვილის თუშური ფარდაგების სახლს, რომელიც ასევე პროექტ ZRDA-ს კახეთის სამიზნე თემში, სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ  ტრადიციული მეთოდებით ნაქსოვი უძველესი ხალიჩა-ფარდაგები და მონაწილეობა მიეღოთ მატყლის ბუნებრივი საღებავით ღებვის პროცესში.

✔ ვიზიტის შემდეგი გაჩერება გახლდათ დალი ბეუქლიშვილის სახელოსნო, სადაც სტუმრებს ჩაუტარდათ დეკუპაჟის გაკვეთილი, როგორ შეიძლება ვაქციოთ ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთი ლამაზ და ორიგინალურ ნივთად, რომელიც სასტუმროს ინტერიერს ლამაზს და დახვეწილს გახდის.

✔ პროექტის მოსარგებლეები ასევე ეწვივნენ თელავის ტურისტთა საინფორმაციო ცენტრს, სადაც თავიანთი ბროშურები დატოვეს და საკონტაქტო ინფორმაცია გაავრცელეს. ისინი ასევე ეწვივნენ საოჯახო რესტორანს „ბადია“ თელავში და „სიმონას ზაოტი“-ს გურჯაანში, სადაც მასპინძლებმა სტუმრებს ჩაუტარეს მასტერკლასი ლანჩის მომზადებასა და სასმელის შეხამებაში.

ტრენინგი - სამცხე ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი

13/06/2019

10-12 ივნისს ბორჯომში USAID-ის პროექტი ზრდა საქართველოში-ს მხარდაჭერით რეგიონულმა განვითარების ასოციაციამ (RDA) ჩაატარა ტრენინგების ციკლი - სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი. 
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა - ბიზნესის სახელის შერჩევის, ბიზნესის ბრენდირებისა და ადგილობრივი გასტრონომიული ტრადიციების მოდულიები.

● 10-11 ივნისს გამართული ტრენინგის ფარგლებში განიხილეს - ბიზნესისთვის სახელის შერჩევა, მომხმარებლებთან მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება, ბრენდირება და პოპულარიზაციისთვის საჭირო სხვა საფეხურები.

● 12 ივნისის ტრენინგის თემას წარმოადგენდა ადგილობრივი გასტრონომიული ტრადიციები, რომლის ფარგლებშიც იმსჯელეს - გასტრონომიულ ტურიზმზე, სამცხე-ჯავახეთის სუფრის ეტიკეტზე, ტრადიციული კერძებისა და სასმლის საკუთარ ბიზნესში გამოყენების გზებზე.

ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი საოჯახო სასტუმროების, კვების ობიექტების წარმომადგენლები, რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების ოსტატები.

 

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს დამსწრე საზოგადოებას გახადოს ბიზნესი უფრო მიმზიდველი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ხელი შეუწყოს მათი ბიზნესის პოპულარიზაციასა და მომგებიანობის გაზრდას.

 

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა - „აღმოაჩინე სამცხე-
ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“ წარმოადგენს ტრენინგების ციკლს, რომლის ფარგლებშიც რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) USAID-ის პროექტის - ზრდა საქარველოში-ს მხარდაჭერით ადგილობრივ მეწარმეებს გააცნობს რეგიონის კულტურული მემკვიდრეობისა თუ ტრადიციების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობებს. ტრენინგი შედება შემდეგი მოდულებისგან - „ეთნოსუვენირების მოდული“, „ბიზნესის სახელის შერჩევის მოდული“, „ბიზნესის ბრენდირების მოდული“, „ადგილობრივი გასტრონომიული ტრადიციების მოდული“


ტრენინგი უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში საქმიანობს.

შეხვედრა - სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი

23/05/2019

2019 წლის 21 მაისს, ბორჯომში, USAID-ის პროექტი ზრდა საქართველოში-ს მხარდაჭერით რეგიონულმა განვითარების ასოციაციამ (RDA) ჩაატარა შეხვედრა, სადაც დამსწრეებს გააცნო ახალი ინიციატივა - „სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომისა და ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები და რეგიონული განვითარებისს ასოციაციის ადგილობრივი თანამშრომლები, რომლებმაც განიხილეს ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგის შინაარსი და იმსჯელეს შესაფერისი აუდიტორიის მოზიდვის გზებზე.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივა - „აღმოაჩინე სამცხე-
ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი“ წარმოადგენს ტრენინგების ციკლს, რომლის ფარგლებშიც რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) USAID-ის პროექტის - ზრდა საქარველოში-ს მხარდაჭერით ადგილობრივ მეწარმეებს გააცნობს რეგიონის კულტურული მემკვიდრეობისა თუ ტრადიციების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობებს. 
ტრენინგი უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში საქმიანობს.

სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი

22/04/2019

გაგაცნობთ USAID -ის პროექტი - ზრდა საქართველოში მხარდაჭერით რეგიონული განვითარების ასოციაციის (RDA) ახალ ინიციატივას - აღმოაჩინე სამცხე-ჯავახეთის მარკეტინგული პოტენციალი. 
ინიციატივის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგი, სადაც ადგილობრივი მეწარმეები გაეცნობიან რეგიონის კულტურული მემკვიდრეობისა თუ ტრადიციების მარკეტინგული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობებს.


თუ თქვენ გაინტერესებთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოტენციალის მარკეტინგული მიზნით თქვენს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება, დარეგისტრირდით ჩვენს ტრენინგზე

შეგახსენებთ, რომ ტრენინგი უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ მეწარმეს, რომელიც სამცხე-ჯავახეთში საქმიანობს. 

პროექტ ZRDA-ს ფინანსური მხარდაჭერითა და რეგიონული განვითარების ასოციაციის ორგანიზებით კახეთში სასწავლო ვიზიტი გაიმართა

28/12/2018

პროექტ ZRDA-ს ფინანსური მხარდაჭერითა და რეგიონული განვითარების ასოციაციის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ტურისტული ობიექტების მოსარგებლეებისთვის კახეთში სასწავლო ვიზიტი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, აბასთუმნის, ბორჯომისა და წალკის მუნიციპალიტეტებში არსებული განთავსების საშუალებების 17-მა მოსარგებლემ.

კახეთში გამგზავრებამდე ინფოტურის მონაწილეების პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისში, სასტუმრო ალფაბეტის მფლობელთან, რომელმაც თავის გამოცდილება და რჩევები გაუზიარა სტუმრებს. შემდეგ კი შეხვედრა გაიმართა სპეციალურად მოწვეული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონის ტურისტული პოტენციალით. თითოეულმა ბენეფიციარმა მოკლედ გააცნო საკუთარი ობიექტი ტუროპერატორებს, თავიანთი ბროშურები დაურიგეს და საკონტაქტო ინფორმაციაც გაცვალეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ობიექტებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარებას და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობის დაწყებას.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა არსებული ბენეფიციარებისთვის

25/09/2018

2018 წელს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.

 

იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ ბიზნესგეგმების ეტაპზე უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა - მეექვსე ფაზა (CDI6)

27/09/2018

პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-
ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიებში (BTC/SCP), ასევე
დაგეგმილი საქმიანობების ნაწილს აფინანსებს USAID-ის მიერ დაფინანსებული და Chemonics
International-ის მიერ განხორციელებული პროექტი “ზრდა”.
პროექტს ახორციელებს „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA).


პროექტის მიზანია BP-ს მილსადენების, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ
კავკასიის გაზსადენის გასწვრივ მდებარე 60 სოფელში (სამცხე–ჯავახეთი 33; წალკის მუნიციპალიტეტი
27) თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ დაეხმარება BP-ს,
USAID-ის პროექტს „ზრდა“ და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების გაღრმავებას.
პროექტის ფარგლებში „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ აცხადებს კონკურსს შემდეგი მიმართულებებით: 

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა - ხარჯების მიზნობრიობა

29/08/2018

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ყველა ბიზნეს მიმართულება გარდა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოებისა და პირველადი წარმოებისთვის  განკუთვნილი მომსახურებებისა როგორიცაა - ბოსტნეული; ხილი; მწვანილი; ბაღჩეული კულტურების მოყვანა; მრავალწლიანი კულტურები, სანერგე მეურნეობები, მარცვლოვანი კულტურა, ვაზი, ბაღის გაშენება , შინაური ცხოველები და ფრინველების მოშენება - რძის , თაფლის , კვერცხის წარმოება გარდა იმ შემთხვევებისა როცა იგეგმება უკვე არსებული პროდუქტის შეფუთვა/დაბრენდვა).

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი 20 აგვისტოდან ახალი პირობებით განახლდება

18/08/2018

2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტზე ბიზნესიდეების მიღება იწყება

15/08/2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტს 2018 წელს  ახალი პირობებით განაგრძობს.

2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას.

გრაფიკული დიზაინერი

19/07/2018

რეგიონული განვითარების ასოციაცია აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის მომსახურების შესყიდვაზე.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 30 ივლისი, 2018 წ.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.

თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის

25/05/2018

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითრების ინიციატივა" CDI თავისი საქმიანობის დაწყების დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს სოფლად ქალების განვითარებასა და მათი როლის გაძლიერებას. BP-მიერ თანადაფინანსებულია არაერთი ქალი, რომლებიც დღესაც წარმატებით უძღვებიან თავიანთ ბიზნესს. 

სწორედ ერთ-ერთი ასეთია სილამაზის სალონი ანდეზიტში, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს მაღალი ხარისხის, თანამედროვე ინვენტარისა და პროფესიონალი სტილისტის წყალობით. ნატო გელაშვილმა ჟურნალისტის განათლება თბილისში მიიღო და თავისი პროფესიით მუშაობა თბილისშივე გააგრძელა, თუმცა, შვილის გაჩენის შემდეგ ნატოს მოუწია პროფესიას 5 წლით ჩამოშორებოდა, რადგან ბავშვს ყურადღება სჭირდებოდა და მიუხედავად საკუთარი პროფესიის სიყვარულისა, ნატო მიხვდა, რომ ჟურნალისტობას და ბავშვის აღზრდას ერთად ვერ მოახერხებდა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა სტილისტობა შეესწავლა და თბილისის ერთ-ერთ სალონშიც მოეწყო.

თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

24/05/2018

"იმედით შევხვდი გამოცხადებულ კონკურსს, მცენარეების მიმართ სიყვარულმა და დამატებითი შემოსავლის წყაროს შესაძლებლობამ გადამაწყვეტინა მიმეღო მონაწილეობა კონკურსში. ოჯახის წევრებიც სიხარულით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და მხარი დამიჭირეს".
ემზარმა წარმატებით გადალახა კონკურსის ეტაპები და მოიპოვა თანადაფინანსება, რომლის მეშვეობითაც შეიძინა მაღალი ხარისხის ნერგები და რამდენიმე თვეში დაიწყო დამყნობაც.
"პროექტის საშუალებით შევძელი ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულება. პროექტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პრაქტიკული რჩევების მისაცემად, ქალაქ გორის მეურნეობიდან ჩამოვიდნენ სპეციალისტები, ასვე სოფელ წნისში ჩატარდა ტრენინგი, სადაც გავიგე მყნობის ახალი ტექნოლოგიების შესახებ და პრაქტიკულადაც ვნახე როგორ კეთდებოდა".

‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

23/05/2018

ბიზნესის მართვის სფეროში შეძენილი პირველი გამოცდილება უკავშირდება საფეხბურთო ჩემპიონატს. ზაფხულის ცხელი დღეები იყო და ჩემპიონატიც ახლოვდებოდა, ფეხბურთის გულშემატკივრები ეძებდნენ მყუდრო ადგილს, სადაც იქნებოდა სიგრილე და შეძლებდნენ ექომაგათ საყვარელი გუნდისთვის. ამირანის ბიზნეს ალღოს არ გამოჰპარვია საგანგებო მზადება და სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა - მდინარის პირას არსებული ფაცხები გადაექცია ჩემპიონატის ქომაგების თავშეყრის ადგილად.
ეკრანზე საყვარელი გუნდის თამაში, ირგვლივ ბევრი ხმაურიანი გულშემატკივარი და ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა, ერთიანად იზიდავდა როგორც აქტიურ ქომაგებს, ისე სოფელში ჩასულ დამსვენებლებსაც. 
პურის საცხობის გახსნის იდეა დასაბამს სწორედ ამ პერიოდიდან იღებს. პური, რომ ფართო მოხმარების პროდუქტი იყო და კონკურენციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა - ეს უცხო არ ყოფილა ამირანისთვის, თუმცა მისი სურვილი - ადგილობრივ ბაზარზე განსხვავებული კუთხით წარდგენილიყო, არ ეწინააღდეგებოდა მოცემულობას.

ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

22/05/2018

ვარხანში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანში გაკვირვებას იწვევს და შეიძლება დაუჯერებელიც კი არის, რომ სოფელში შეიძლება არსებობდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისი კლინიკა, ხოლო თავად, იზა ბაქრაძისთვის კი ეს მიღწეული მიზანია, რომლის მისაღწევად უამრავი სირთულე გადალახა.
ყველაფერი კი ბავშვური გატაცებით დაიწყო, ოჯახის წევრები ამჩნევდნენ მის გამძაფრებულ ინტერესს სამედიცინო სფეროს მიმართ და მათი მოლოდინი მაშინ გამართლდა, როდესაც იზამ სკოლის პერიოდშივე გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა სამედიცინო მიმართულებით. 
ვინაიდან რეგიონში არ არსებობს სამედიცინო სასწავლებელი, იზა იძულებული გახდა განათლების მისაღებად სოფლიდან დედაქალაქში წასულიყო. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მან მიიღო სტომატოლოგის ლიცენზია, როგორც თერაპიული, ისე ქირურგიული მიმართულებით.

უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

21/05/2018

გელა სარაშვილი უკვე სამი წელია უდეში მეფრინველეობას ეწევა. დღეისთვის იგი წარმატებული მეწარმეა, მაგრამ საქმიანობის დაწყებიდან დღემდე არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. როდესაც ქათმის ფერმის მოშენება გადაწყვიტა, გელამ, პირველ რიგში ინფორმაციის მოძიება დაიწყო, თუ როგორ და სად შეეძინა შეღავათიან ფასად მეორადი გალიები, გამოცდილებაც მეტ-ნაკლებად ჰქონდა, სოფლის ცხოვრებიდან გამომდინარე. ერთადერთი რაც ესაჭიროებოდა ფინანსური რესურსი იყო. სწორედ, ამ დროს გაიგო ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის შესახებ. ჯერ მეზობელმა უთხრა, რომ არსებობდა მსგავსი პროექტი, შემდეგ უკვე უბნის ცენტრში განცხადებაც ნახა და რეგიონული განვითარების ასოციაციის მიერ გამართულ კრებებსაც დაესწრო. 

პროფესიად ქცეული გატაცება – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

18/05/2018

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული დურგალი ცხოვრობს ვალეში. წლების წინ, პროფესიით ელექტრიკოსი კახა მერაბიშვილისთვის, სადურგლო საქმიანობა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. სამსახურიდან დაბრუნებული მოყვარულის დონეზე მოწყობილ პატარა სახელოსნოში მცირე შეკვეთებზე მუშაობდა, მაშინ არც უფიქრია, რომ მომავალში ჰობი მის პროფესიას ჩაანაცვლებდა.

შეკერილი ზღაპარი

17/05/2018

თამარს კერვა ბავშვობიდან იტაცებდა, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ის საკუთარ კაბებს იკერავდა და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ, სოფელში ყველაზე განსხვავებულად იცვამდა. უკვე შემდგომ, თამარი ბორჯომში სწავლობდა კერვას და იქვე მუშაობდა ბორჯომის პირველ ატელიეში. 

CDI თანადაფინანსება თამარმა 2015 წელს მოიპოვა და თვლის, რომ სწორედ აქედან დაიწყო მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები. თამარმა თანადაფინანსებით შეძლო ცალკე სამკერვალო აეშენებინა და თანამედროვე დანადგარებიც შეეძინა. 

სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ობიექტების მფლობელთათვის კახეთში საქმიანი ინფოტური მოეწყო

4/05/2018

რეგიონული განვითარების ასოციაციის და ექსპორტის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით, USAID პროექტის - „ზრდა“ და სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის დარგის ხელშეწყობის პროექტის„TASME“ფინანსური მხარდაჭერით,  სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მცირე და საშუალო ზომის ტურისტული ობიექტების წარმომადგენელთათვის სპეციალური 2დღიანი ინფოტური მოეწყო კახეთის რეგიონში.

ტენდერი

07/09/2017

დასახელება: სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებისთვის საჭირო სასწავლო მასალების მომზადებასთან დაკავშირებით

შემსყიდველი: რეგიონული განვითარების ასოციაცია

 

რეგიონული განვითარების ასოციაციას სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩასატარებლად  ესაჭიროება:

  • სასწავლო მასალების მომზადება;

  • სასწავლო მასალების მომზადება ორ ენაზე (ქართული, რუსული);

  • მომზადებული სასწავლო მასალების დოკუმენტის სახით წარმოდგენა.

  • საქმე, რომელსაც შედეგი მოაქვს

    31.05.2017

    412 ინფრასტრუქტურული პროექტი; 910 ახალი მცირე ბიზნესი; სულ მცირე 1542 ახალი სამუშაო ადგილი; ერთ ბიზნესზე საშუალო თვიური მოგება - 301 ლარი; სამიზნე ოჯახებში საშუალოდ 25%-ით გაზრდილი შემოსავალი - ასეთია იმ პროგრამის შედეგების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელსაც “BP საქართველო” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლებში ახორციელებს.

     

    მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების კონკურსი იწყება

    10/05/2017

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება. 15-დან 31 მაისის ჩათვლით ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge იქნება შესაძლებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს  შეეძლება, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება.

    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა

    07/12/2016

    TV1, გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრად ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის მრჩეველი - ეთერ კვირიკაშვილი და  BP-ის სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი - რუსუდან მეძმარიაშვილი. 

    ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი

    02/08/2016

    ბუნებრივი მასალების: ხის, თექისა და ქსოვილისგან დამზადებული სათამაშოები: ანბანი სხვადასხვა ენაზე, ციფრები, ასაწყობი ფაზლები და თექის წიგნები – ორმა ახალციხელმა ქალმა მცირე ბიზნესი დაიწყო, რომლის ფარგლებში, ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელ სათამაშოებს აწარმოებენ.


    ბუნებრივი საშუალებებისგან დამზადებული 40–მდე ექსპონატი მწარმოებლებმა დღეს ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამოფინეს. მათ სტუმრებს სათამაშოების დანიშნულებასა და თავიანთ საქმიანობაზე უამბეს. 

    დამწყები ბიზნესის ხელშეწყობა და წარმატებული ბენეფიციარები

    01/07/2016

    სოფელ ზემო სხვილისში, პროგრამა ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში დაფინანსებული მექანიზატორების შეხვედრა გაიმართა. მათ შეძენილი სახნავი, სათესი, სათიბი, საფრეზი და მიწათმოქმედებისათვის საჭირო სხვა მექანიზაცია გამოფინეს და საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

    პროგრამა ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) კომპანია ბი-პი-ს დაფინანსებით 2003 წელს სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში დაიწყო. უკვე ექვსი წელია სამცხე-ჯავახეთის ნაწილში პროგრამას ,,რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA) ახორციელებს.

    სათემო კავშირები და მათი როლი სოფლის განვითარებაში 

    16/06/2016

    ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 33 სოფელში პროგრამა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ერთ–ერთი მიმართულება სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტების წარმატებით განსახორციელებლად, მილსადენის გასწვრივ 4 კმ დერეფნის სივრცეში მდებარე ყველა დასახლებაში სათემო კავშირები შეიქმნა. თანამონაწილეობრივი გრანტის მოსაპოვებლად სათემო კავშირები სოფლის კრებაზე მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტულ პროექტებს არჩევენ, საკონკურსო განაცხადებს ავსებენ. გამარჯვებული საგრანტო პროექტის განხორციელებაში სოფლის მოსახლეობაც არის ჩართული ფიზიკური შრომით ან ფინანსური თანამონაწილეობით. პროცესში რეგიონული განვითარების ასოციაციის გუნდიც მონაწილეობს - ადგილზე მოწმდება სამუშაოების შესრულების ხარისხი და ვადები. სათემო კავშირებს მუდმივად უტარდებათ ტრენინგები, რომ ეს და სხვა პროექტები სათანადო ხარისხით და უსაფრთხოების აუცილებელი ზომების დაცვით განახორციელონ. 
     

    01/09/2015

    "1 წუთი მაესტროზე"
    ირინა თხელიძე - მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი

    კომპანია BP-ს და მისი პარტნიორების დაფინანსებით სამცხე-ჯავახეთის 33 სოფელში პროექტი "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" გრძელდება

    რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) 2015 წლის ივლისიდან დაიწყო პროგრამის - „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI) მეხუთე ფაზის განხორციელება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის და მისი გაფართოების დასავლეთ მარშრუტის გასწვრივ მდებარე სამცხე-ჯავახეთის 33 სოფელში. „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“  (CDI) ინიცირებულია და დაფინანსებულია კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP/SCPX)  და მიზნად ისახავს  კეთილმეზობლური ურთიერთობის გაღრმავებას კომპანიასა და სამიზნე სოფლების მოსახლეობას შორის. პროგრამა სამწლიანია და დასრულდება 2018 წლის ივნისში.  

    კოოპერატივები ესტონეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

    10/06/2015

    სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები ესტონეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. მეცხოველე, მერძევე, მეფუტკრე და მეთევზე კოოპერატივების წარმომადგენლებმა მოინახულეს ფერმები და ესტონელი კოლეგებისაგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

    სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანა საბახტარიშვილმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრები გამართა ესტონეთის პარლამენტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

    საუბარი შეეხო კოოპერატივებისა და მცირე მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.

    შეხვედრის მიზანი იყო ესტონეთის გამოცდილების გაზიარება, თუ რა გზა გაიარა ესტონეთმა ევროკავშირში გაწევრიანებამდე, როგორ განხორციელდა რეფორმები აგრონომიულ სფეროში.

    პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოში ესტონეთის საელჩოსა და ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
    ზემოთ ჩამოთვლილი კოოპერატივების შორისაა RDA -ს ხელშეწყობითა და BP-ის თანადაფინანსებით შექმნილი კოოპერატივი "საჩვენებელი საფუტკრე" 

     

    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა (CDI) სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კომპონენტის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

    02/05/2015

    ამა წლის 1 მაისს, ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI) განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა - რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA)  და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC), კომპანია BP-სთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად, გამართეს ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კომპონენტის შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია სატუმრო რუმს თბილისში. კონფერენციას ასევე ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი დავით გალეგაშვილი, რომელიც ვრცელი სიტყვით წარსდგა დამსწრეთა წინაშე, ჩაერთო დისკუსიაში და ამომწურავი პასუხები გასცა კოოპერატივების წევრთა ყველა კითხვას. 

    BP ქალების ჩართულობისთვის

    17/02/2015

    სადემონსტრაციო ნაკვეთები, მცირე ბიზნესი, კოოპერატივები და სათემო პროექტები სამცხე–ჯავახეთის სოფლებში და 200–მდე ჩართული ქალბატონი. BP რეგიონში ქალების განვითარებასა და მათი როლის გაძლიერებას უწყობს ხელს.
    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, მცირე ბიზნესის, სასოფლო კოოპერატივების და სასოფლო სადემონსტრაციო ნაკვეთების პროექტების შედეგად თვითდასაქმების და დასაქმების შესაძლებლობა მიეცა 185 ქალბატონს. პროგრამის ფარგლებში შექმნილი სათემო კავშირები აწევრიანებს 10 ქალბატონს.

    კოოპერატივები ბერლინის ''მწვანე კვირეულზე''

    19/01/2015

    გერმანიის  ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ბერლინში სურსათის, სოფლის  მეურნეობისა  და  მებაღეობის  საერთაშორისო  გამოფენა "მწვანეკვირეული 2015" (Gruene Woche 2015) გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  საქართველოს   სოფლისმეურნეობის სამინისტროს დელეგაციამ  მინისტრ  ოთარ  დანელიას  ხელმძღვანელობით.   ევროკავშირთან  ასოცირების  ხელშეკრულების  ხელმოწერის  შემდეგ, ქართული  პროდუქციის  პოპულარიზაციას  საერთაშორისო  ბაზრებზე  განსაკუთრებული  მნიშვნელობა  ენიჭება. ბერლინის  საერთაშორისო  გამოფენა კი სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა, ხოლო ვიზიტორების  რიცხვი 400 000- ს აღემატებოდა და მათი რიცხვი ყოველწლიურად  იზრდება. 

    ქართულ სტენდზე სხვადასვხა   კომპანიების წარმოებულ პროდუქციასთან ერთად  პირველად იქნა წარმოდგენილი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  პროდუქცია.   “საჩვენებელი საფუტკრის“ ,“აგრო აპის“, „ვაშლარას“ და  „ორიენტ ლაბორას“ მიერ  წარმოებული თაფლი.  

    „საჩვენებელი საფუტკრე“ 2014 წელს CDI პროგრამის თანადაფინანსებითა და „რეგიონული განვითარების ასოციციის“ ხელშეწყობით შეიქმნა. მათ გახსნეს მაღაზია ახალციხის რაიონ სოფელ წნისში, სადაც იყიდება როგორც ფუტკრის მიერ ნაწარმოები პროდუქტი (თაფლი, სანთელი და ა.შ) ასევე ფუტკრის ოჯახები. "საჩვენებელი საფუტკრე" ამასთან ერთად უფასო კონსულტაციებს უწევს ნებისმიერ მეფუტკრეობით დაინტერესებულ პირს.

    თანადაფინანსება კოოპერატივების შექმნა-განვითარებისთვის. BP სამცხე–ჯავახეთში მეკარტოფილეობის, მეფუტკრეობის, მეცხვარეობისა და რძის წარმოების განვითარებას უწყობს ხელს.

    11/12/2014

    „BP გამოეხმაურა სახელმწიფოს მიერ სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის მიღებას და გადაწყვიტა კოოპერატივების განვითარების კომპონენტი დაემატებინა ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI) ფარგლებში, რადგან რესურსების გაერთიანება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ფერმერებს“, – ამბობს კოოპერატივების განვითარების მენეჯერი კოკა დოღონაძე.
    კანდიდატებს ჩაუტარდათ ტრენინგები ბიზნეს გეგმის მომზადებაში და ფინანსური დოკუმენტების შედგენაში. დაფინანსდა კარტოფილისა და კარტოფილის თესლის წარმოება სოფელ წყალთბილაში, რძის წარმოება სოფელ წირაში, მეფუტკრეობა წნისში და მეცხვარეობა სოფელ მინაძეში. 

    იმედის გმირი ზაზა ივანიძე

    16/11/2014

    ზაზა ივანიძე BP -ს მიერ დაფინანსებული კოოპერატივის სტატუსის მქონე „საჩვენებელი საფუტკრის“  წევრია. „საჩვენებელმა საფუტკრემ“ გახსნა მაღაზია ახალციხის რაიონ, სოფელ წნისში, სადაც  ყიდიან როგორც ფუტკრის მიერ ნაწარმოებ პროდუქტს (თაფლს, სანთელს და ა.შ) ასევე ფუტკრის ოჯახებს. "საჩვენებელი საფუტკრე" უფასო კონსულტაციებს უწევს ნებისმიერ მეფუტკრეობით დაინტერესებულ პირს. 

    BP-ს დახმარებით მოწყობილი სადემონსტრაციო ნაკვეთები; გაზრდილი მოსავალი და პირუტყვის კვების გადაჭრილი პრობლემა სამცხე–ჯავახეთის სოფლებში.

    10/10/2014

    პროგრამის ფარგლებში „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI), რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ, 2003 წლიდან სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არა ერთი პროექტი განხორციელდა. აღნიშნულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში (მილსადენის დასავლეთ მარშრუტი), რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA) ახორციელებს. 
    პროგრამა CDI მილსადენის დასავლეთ მარშრუტის მიმდებარე სოფლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების 33 სოფელში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას თანამონაწილეობრივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსების გზით. 

    სოფლის მეურნეობის მინისტრმა საყუნეთში BP-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერეს

    28/08/2014

    მინისტრმა და გუბერნატორმა  სოფელ საყუნეთში საერთაშორისო ორგანიზაცია BP-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში თანამედროვე, მაღალმოსავლიანი ჯიშებით 5 ჰა-ზე  გაშენებული ვაშლის ინტენსიური  ბაღი  დაათვალიერეს. სადემონსტრაციო  ბაღში წყლის რესურსების სწორი და ეკონომიური მართვისთვის, დამონტაჟებულია წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ვაშლის მოსავალმა 2013 წელს 6 ტონა შეადგინა, წელს კი 20 ტონა ვაშლის მოსავალს ვარაუდობენ.

    რა პროექტები ხორციელდება ბი–პის დახმარებით სამცხე–ჯავახეთის სოფლებში

    29/07/2014

    სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სადემონსტრაციო სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთების გაშენება, სასოფლო კოოპერატივების შექმნა და მცირე ბიზნესის დაწყება; ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა სამცხე–ჯავახეთის კიდევ ხუთ სოფელში ხორციელდება.
    პროგრამის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების (CDI SCPX) პროექტის ფარგლებში“ განხორციელება „რეგიონული განვითარების ასოციაციამ“ (RDA) 2013 წლის ივნისიდან დაიწყო. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია ბი–პი–სა და მისი პარტნიორების მიერ. CDI SCPX მიზნად ისახავს სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებას იმ სოფლებში, რომლებიც მდებარეობენ გაზის წნევის მარეგულირებელი სადგურიდან 5 კმ-ის რადიუსში.

     

    რა პრობლემები გადაჭრა BP-მ მესხეთის სოფლებში

    07/07/2014

    კილომეტრობით აღდგენილი საირიგაციო სისტემა და მოსავლის გაზრდილი რაოდენობა; ათობით მოწყობილი საწყურებელი და საქონლის მომატებული წველადობა; გზები, ხიდები, სასმელი წყალი და საკანალიზაციო სისტემა; ათობით ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 30-ზე მეტ სოფელში განხორციელდა. 
     

    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების (CDI) საგრანტო კონკურსის 4-მა გამარჯვებულმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მოიპოვა

    05/07/2014

    კომპონენტი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება“ ხორციელდება „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში „რეგიონული განვითარების ასოციაციის“ (RDA) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი „სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარება" დასრულებულია. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 47-მა ჯგუფმა რომელთაგან ტრენინგი საგრანტო განაცხადის შევსებაზე გაიარა 12-მა, ხოლო დაფინანსებისთვის შეირჩა 4 საუკეთესო პროექტი.  

     

    გადაცემა ინვესტორი

    55 ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტი და 700-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი. ეს არის კომპანია BP -ს მიერი ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული აქტივი, რომელსაც ნავთობისა და გაზის მილსადენის გასწვრივ მცხოვრები ადამიანებისთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვს 

    კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერებისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს

    11/03/2014

    საქართველოში კოოპერატივების შექმნისა და გაძლიერებისთვის ევროკავშირი 15 მილიონ ევროს გამოყოფს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი წინამძღვრიანთკარში ევროკავშირსა და ოთხ კონსორციუმს - Oxfam, Mercy Corp, Care, People in Need -შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო. ხობის, აბაშის, სენაკის,ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობებში პროექტს განახორციელებენ : ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET).

    სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალციხეში საწარმოები დაათვალიერა

    3/10/2013

    2013 წლის 3 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი საქმიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბატონმა დავითმა მოინახულა სოფლის შეღავათიანი კრედიტით მოსარგებლე შპს “ჯორჯიან ბიზნეს ზონის” ყველის და კომინირებული საკვების ქარხნები და  დაესწრო მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანიის კუთვნილი თანამედროვე ტექნოლოგიების ვაშლის ბაღის პირველი მოსავლის აღებას.

    მინისტრის მოადგილე ასევე ეწვია კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებული და დაფინანსებული ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს - სოციალურ  საწარმოს სოფელ ივლიტაში და ვაშლისა და პომიდორის სადემონსტრაციო ნაკვეთებს სოფელ წყრუთში.

    RDA-მ 2013 წლის ივნისიდან დაიწყო პროგრამის - CDI SCPX-ის განხორციელება, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ

    18/06/2013 პრესრელიზი

    ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების (CDI SCPX) პროექტის ფარგლებში

    RDA აჯილდოებს გინესის წიგნის რეკორდსმენ ჯუმბერ ლეჟავას საპატიო მრჩევლის სტატუსითა და ჯანმრთელობის დაზღვევით

    11/02/2013 პრესრელიზი

    2013 წლის იანვარში მსოფლიო მოგზაური - ჯუმბერ ლეჟავა გახდა რეგიონული განვითარების ასოციაციის საპატიო მრჩეველი. ბატონი ჯუმბერი სამცხე-ჯავახეთის სათემო ორგანიზაციებს ჩაუტარებს ტრენინგებს თუ როგორ უნდა დაძლიონ პრობლემები ცხოვრებაში. RDA დიდი პატივით დააჯილდოებს გინესის წიგნის რეკორდსმენს BCI-ის  ჯანმრთელობის დაზღვევის.

    სრულად

    RDA ამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას ნარჩენების მართვის 3R პრინციპის საკითხში სამცხე-ჯავახეთში

    31/10/2012 პრესრელიზი

    RDA შეირჩა, როგორც განმახორციელებელი ორგანიზაცია გარემოსდაცვითი ცნობიერების პროექტის მშენებელისა გარემოს დაცვის კავშირ ”სამყარო”-სთან პარტნიორობით.  პროექტი ითვალისწინებს რიგ  ტრენინგებს სამცხე-ჯავახეთის  სკოლებსა და თემებში, რაც მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის 3R პრნციპის  (შემცირება, ხელახალი გამოყენება, გადამუშავება) მნიშვველობის პოპულარიზაციას. ტრენინგი  ჩატარდება ახალციხეში და  ასევე 11 სოფელში (მათ შორის იქნება CDI დასავლეთის სოფლები - კლდე, არალი, მინაძე, წნისი, ვარხანი).  სკოლებში ჩატარებული ტრენინგების მიზანია ზოგადი  წარმოდგენის შექმა ზემოაღნიშნულ საკითხზე, ხოლო რაც შეეხება თემებს, RDA ცდილობს სათემო ორგანიზაციების კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა შეიქმნას თანამეგობრობის საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი პროექტების დაფინანსებას.

    სრულად

    RDA-მ და საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანიამ ხელი მოაწერა ურთიერგაგების მემორანდუმს

    22/10/2012 პრესრელიზი

    2012 წლის სექტემბერში, რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) და საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც RDA-მ  ჩაატაარა  შეფასების კვლევა საქართველოს 10 რეგიონის,  64 მუნიციპალიტეტის  3600 სოფლებში   და შექმნა  მონაცემთა ბაზა ე.წ. "სოფლის პირადობის მოწმობები.

    სრულად

    ახალი ამბები RDA ხელს აწერს პირველ საგრანტო ხელშეკრულებას CDI4-ში

    01/09/2012 პრესრელიზი

    ”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა დასავლეთის” მეოთხე ფაზა ოფიციალურად ამოქმედდა 2012 წლის 11 მაისს  BP-სა და RDA-ს შორის პროექტის განხორციელების  შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საფუძველზე. პროექტის განხორციელებისას  დიდი ძალისხმევა იქნება მიმართული  სარგებლის მიღებაზე  შერეული დაფინანსების ინსტრუმენტების, მათ შორის შესაბამისი გრანტებისა და სუბსიდირებული მიკრო  სესხების, მეშვეობით. ტექნიკური დახმარება და კვალიფიკაციის ამაღლება ბენეფიციართათვის რჩება პროექტის  ყველა კომპონენტის უმაღლეს მწვერვალზე.

    HERA ხვდება CDI3-ის გრანტის მიმღებ ქალებს, უზრდის დაფინანსებას ”ღირებულების შექმნის ჯაჭვის” ფორმირებას

    24/06/2012 პსიახლეები

    RDA-მ ხელი შეუწყო  ორგანიზაცია HERA-ს (მისი(ქალის) თანასწორობა, უფლებები და ავტონომია) და CDI3-ის  დამწყები გრანტის მიმღები ქალების შეხვედრას  სოფლებში კლდე (მატყლის დამუშავება), წნისი (სტომატოლოგიური მომსახურება) და ზიკილია (მინი მარკეტი). HERA არის ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ქალის როლის გაძლიერებას საზოგადოებაში, რათა დაიცვას ისინი ტრეფიკინგისაგან და აღწევს ამას მსოფლიო მეწარმე ქალების დახმარებით მათი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. ვიზიტი ორგანიზებულ იქნა  HERA-ს თხოვნის  საფუძველზე, რომელიც მან  RDA-ს  წარუდგინა გასულ თვეში.

    RDA იწყებს CDI4-ს

    12/05/2012 პრესრელიზი

    ”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა დასავლეთის” მეოთხე ფაზა ოფიციალურად ამოქმედდა 2012 წლის 11 მაისს  BP-სა და RDA-ს შორის პროექტის განხორციელების  შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საფუძველზე. პროექტის განხორციელებისას  დიდი ძალისხმევა იქნება მიმართული  სარგებლის მიღებაზე  შერეული დაფინანსების ინსტრუმენტების, მათ შორის შესაბამისი გრანტებისა და სუბსიდირებული მიკრო სესხების, მეშვეობით.ტექნიკური დახმარება და კვალიფიკაციის ამაღლება ბენეფიციართათვის რჩება პროექტის  ყველა კომპონენტის უმაღლეს მწვერვალზე

    Please reload

    bottom of page