top of page

პუბლიკაციები

თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის

24/05/2018

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითრების ინიციატივა" CDI თავისი საქმიანობის დაწყების დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს სოფლად ქალების განვითარებასა და მათი როლის გაძლიერებას. BP-მიერ თანადაფინანსებულია არაერთი ქალი, რომლებიც დღესაც წარმატებით უძღვებიან თავიანთ ბიზნესს. 

სწორედ ერთ-ერთი ასეთია სილამაზის სალონი ანდეზიტში, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს მაღალი ხარისხის, თანამედროვე ინვენტარისა და პროფესიონალი სტილისტის წყალობით. ნატო გელაშვილმა ჟურნალისტის განათლება თბილისში მიიღო და თავისი პროფესიით მუშაობა თბილისშივე გააგრძელა, თუმცა, შვილის გაჩენის შემდეგ ნატოს მოუწია პროფესიას 5 წლით ჩამოშორებოდა, რადგან ბავშვს ყურადღება სჭირდებოდა და მიუხედავად საკუთარი პროფესიის სიყვარულისა, ნატო მიხვდა, რომ ჟურნალისტობას და ბავშვის აღზრდას ერთად ვერ მოახერხებდა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა სტილისტობა შეესწავლა და თბილისის ერთ-ერთ სალონშიც მოეწყო.

პოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალიSK TVSK რადიოგანცხადებები ძიება ‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

21/05/2018

ბიზნესის მართვის სფეროში შეძენილი პირველი გამოცდილება უკავშირდება საფეხბურთო ჩემპიონატს. ზაფხულის ცხელი დღეები იყო და ჩემპიონატიც ახლოვდებოდა, ფეხბურთის გულშემატკივრები ეძებდნენ მყუდრო ადგილს, სადაც იქნებოდა სიგრილე და შეძლებდნენ ექომაგათ საყვარელი გუნდისთვის. ამირანის ბიზნეს ალღოს არ გამოჰპარვია საგანგებო მზადება და სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა - მდინარის პირას არსებული ფაცხები გადაექცია ჩემპიონატის ქომაგების თავშეყრის ადგილად.

ეკრანზე საყვარელი გუნდის თამაში, ირგვლივ ბევრი ხმაურიანი გულშემატკივარი და ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა, ერთიანად იზიდავდა როგორც აქტიურ ქომაგებს, ისე სოფელში ჩასულ დამსვენებლებსაც. 

პურის საცხობის გახსნის იდეა დასაბამს სწორედ ამ პერიოდიდან იღებს. პური, რომ ფართო მოხმარების პროდუქტი იყო და კონკურენციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა - ეს უცხო არ ყოფილა ამირანისთვის, თუმცა მისი სურვილი - ადგილობრივ ბაზარზე განსხვავებული კუთხით წარდგენილიყო, არ ეწინააღდეგებოდა მოცემულობას.

ასობით ბედნიერი ღიმილი – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

21/05/2018

ვარხანში შემთხვევით მოხვედრილ ადამიანში გაკვირვებას იწვევს და შეიძლება დაუჯერებელიც კი არის, რომ სოფელში შეიძლება არსებობდეს მაღალი სტანდარტების შესაბამისი კლინიკა, ხოლო თავად, იზა ბაქრაძისთვის კი ეს მიღწეული მიზანია, რომლის მისაღწევად უამრავი სირთულე გადალახა.

ყველაფერი კი ბავშვური გატაცებით დაიწყო, ოჯახის წევრები ამჩნევდნენ მის გამძაფრებულ ინტერესს სამედიცინო სფეროს მიმართ და მათი მოლოდინი მაშინ გამართლდა, როდესაც იზამ სკოლის პერიოდშივე გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა სამედიცინო მიმართულებით. 

ვინაიდან რეგიონში არ არსებობს სამედიცინო სასწავლებელი, იზა იძულებული გახდა განათლების მისაღებად სოფლიდან დედაქალაქში წასულიყო. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მან მიიღო სტომატოლოგის ლიცენზია, როგორც თერაპიული, ისე ქირურგიული მიმართულებით.

"როდესაც სწავლა დავასრულე დავდექი არჩევანის წინაშე, ან უნდა დავრჩენილიყავი თბილისში და მემუშავა კლინიკაში, ან წავსულიყავი სოფელში, სადაც თვითრეალიზაციის ნაკლები საშუალება მქონდა. შეიძლება გაგიკვირდეთ რატომ იყო ეს არჩევანი რთული, ერთი შეხედვით ნათელია რომელ მხარეს უნდა წახვიდე, მაგრამ მშობლები მყავდა ვარხანაში და ასევე ვიცოდი, რომ იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან სჭირდებოდათ სტომატოლოგიური მომსახურება. ვგრძნობდი, რომ სოფლად ხალხს უფრო ვჭირდებოდი".

უდის მეფრინველეობა ახალციხეს კვერცხებით ამარაგებს – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

20/05/2018

გელა სარაშვილი უკვე სამი წელია უდეში მეფრინველეობას ეწევა. დღეისთვის იგი წარმატებული მეწარმეა, მაგრამ საქმიანობის დაწყებიდან დღემდე არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. როდესაც ქათმის ფერმის მოშენება გადაწყვიტა, გელამ, პირველ რიგში ინფორმაციის მოძიება დაიწყო, თუ როგორ და სად შეეძინა შეღავათიან ფასად მეორადი გალიები, გამოცდილებაც მეტ-ნაკლებად ჰქონდა, სოფლის ცხოვრებიდან გამომდინარე. ერთადერთი რაც ესაჭიროებოდა ფინანსური რესურსი იყო. სწორედ, ამ დროს გაიგო ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის შესახებ. ჯერ მეზობელმა უთხრა, რომ არსებობდა მსგავსი პროექტი, შემდეგ უკვე უბნის ცენტრში განცხადებაც ნახა და რეგიონული განვითარების ასოციაციის მიერ გამართულ კრებებსაც დაესწრო. 

თავდაპირველად კონკურსში გამარჯვების იმედი არ ჰქონდა, რადგან, როგორც თვითონ აღნიშნავს, კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო, თუმცა, მიუხედავად განწყობისა გელას ბიზნეს გეგმამ დიდი მოწონება დაიმსახურა და თანადაფინანსებაც მოიპოვა. 

პროფესიად ქცეული გატაცება – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

18/01/2020

ისტორიის თანახმად, ახალციხე ხელოსნობის აღიარებული ცენტრი იყო, სადაც ასეულობით წარჩინებული ოსტატი მოღვაწეობდა. წინაპრებისაგან ბოძებული ნიჭი უკვალოდ არ გამქრალა და განვითარება ჰპოვა ხელოსნობის სხვადასხვა დარგში.

ერთ-ერთი ასეთი წარმატებული დურგალი ცხოვრობს ვალეში. წლების წინ, პროფესიით ელექტრიკოსი კახა მერაბიშვილისთვის, სადურგლო საქმიანობა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. სამსახურიდან დაბრუნებული მოყვარულის დონეზე მოწყობილ პატარა სახელოსნოში მცირე შეკვეთებზე მუშაობდა, მაშინ არც უფიქრია, რომ მომავალში ჰობი მის პროფესიას ჩაანაცვლებდა.

ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია სამსახურის შეცვლა, გარდა ელექტრიკოსობისა მის კარიერაში მეხანძრეობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაც იყო. პარალელურად, ცდილობდა სადურგლო საქმიანობაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა და წლების მანძილზე ასწავლიდა პროფესიულ სასწავლებელში.

'შეკერილი ზღაპარი' - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

16/05/2018

"ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის" (CDI) ფარგლებში თანადაფინანსებული პროექტები არა მხოლოდ კონკრეტულად რომელიმე ოჯახს ეხმარება, არამედ, ხელს უწყობს, ზოგადად სოფლად სამუშაო ადგილების შექმნას. CDI ფარგლებში დაფინანსებული ადამიანები თავის მხრივ ასწავლიან და ასაქმებენ თანასოფლელებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანია - თამარ კაპანაძე, რომელმაც დიდი ხნის ოცნება აიხდინა და საკირეში საკუთარი სამკერვალო გახსნა. 

თამარს კერვა ბავშვობიდან იტაცებდა, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ის საკუთარ კაბებს იკერავდა და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ, სოფელში ყველაზე განსხვავებულად იცვამდა. უკვე შემდგომ, თამარი ბორჯომში სწავლობდა კერვას და იქვე მუშაობდა ბორჯომის პირველ ატელიეში. 

CDI თანადაფინანსება თამარმა 2015 წელს მოიპოვა და თვლის, რომ სწორედ აქედან დაიწყო მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები. თამარმა თანადაფინანსებით შეძლო ცალკე სამკერვალო აეშენებინა და თანამედროვე დანადგარებიც შეეძინა. 

თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის

15/05/2018

ხეხილის ნერგების გამოყვანისთვის საჭირო ცოდნისა და პრაქტიკულ გამოცდილებას მეზობელ სოფელში მცხოვრები გამოცდილი ფერმერისგან იღებდა, ხოლო მოგვიანებით თავადაც სცადა ხილის დამყნობა, დანაზოგით შეიძინა სანამყენე დანა და შეუდგა საქმიანობას. 

სოფელში ჩატარებულ კრებაზე შეიტყო პროექტის "ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა" შესახებ და მაშინვე გადაწყვიტა მიეღო მონაწილეობა.

"იმედით შევხვდი გამოცხადებულ კონკურსს, მცენარეების მიმართ სიყვარულმა და დამატებითი შემოსავლის წყაროს შესაძლებლობამ გადამაწყვეტინა მიმეღო მონაწილეობა კონკურსში. ოჯახის წევრებიც სიხარულით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას და მხარი დამიჭირეს".

ემზარმა წარმატებით გადალახა კონკურსის ეტაპები და მოიპოვა თანადაფინანსება, რომლის მეშვეობითაც შეიძინა მაღალი ხარისხის ნერგები და რამდენიმე თვეში დაიწყო დამყნობაც.

საქმე, რომელსაც შედეგი მოაქვს

412 ინფრასტრუქტურული პროექტი; 910 ახალი მცირე ბიზნესი; სულ მცირე 1542 ახალი სამუშაო ადგილი; ერთ ბიზნესზე საშუალო თვიური მოგება - 301 ლარი; სამიზნე ოჯახებში საშუალოდ 25%-ით გაზრდილი შემოსავალი - ასეთია იმ პროგრამის შედეგების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელსაც “BP საქართველო” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლებში ახორციელებს.

ივლიტა

სოფელი ივლიტა მდებარეობს ახალციხის რაონში, სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხიდან 3კმ-ის მოშორებით. სოფელი განლაგებულია მდინარე ფოცხოვის მარცხენა სანაპიროზე 960 მეტრზე და აერთიანებს 54 კომლს (189 მოსახლე).

ამ რეგიონის სხვა სოფლების მსგავსად სოფელ ივლიტასთვისაც სოფლის მეურნეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მისი მდებარეობა საშუალებას იძლევა ათვისებულ იქნას 300 ჰექტარი მიწა, რომლიდანაც 240 ჰექტარი არის საძოვარი - სოფლის მოსახლეობა აძოვებს 140 სულ საქონელს. საშუალო სახნავი ნაკვეთის მოცულობა განკუთვნილი თითო კომლზე შეადგენს 1 ჰექტარს ან ნაკლებს, რამოდენიმე გამონაკლისების ჩთვლით, რაც ასაზრდოებს სოფლის მაცხოვრებლების უმრავლესობას.

საკირე

სოფელი საკირე მდებარეობს ბორჯომის რაიონში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ბორჯომიდან 25 კილომეტრის დაშორებით. სოფელი განლაგებულია მდინარე საკირულის გასწვრივ მთა კოდიანის ხეობაში, 1280მ-ის სიმაღლეზე. სოფელ საკირეში დასახლებულია 300 კომლი (1052 მოსახლე)

არალი

არალი ტრადიციულად ცნობილია მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ გაშენებული ხეხილის ბაღებითა და კარტოფილის მოყნავის კულტურით.ეს საქმიანობები წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის 

შემოსავლის ძირითად წყაროს. დასახლებული ტერიტორია საკმაოდ მჭიდროდაა დაკომპლექტებული ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა დასავლეთის (CDI) სხვა სოფლებთან შედარებით და ადგილობრივი ფერმერები ამუშავებენ აგროპროდუქტებს სოფლის გარეუბნებში მდებაზე სახნავ ნაკვეთებზე

Please reload

bottom of page