top of page
ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა 3​დასავლეთი (2011)

BP-მ  და CARE International on Caucasus-მა  შეარჩიეს  ორი კანდიდატი, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომლებიც პაექრობდნენ 2010 წლიდან BP-სა და CARE International on Caucasus-ს მიერ დაფინანსებული ”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის”  პროექტის ფაზა 3-ის განხორციელების უფლების მოპოვებაზე. RDA-ს  მიეცა შესაძლებლობა უხელმძღვანელოს სამცხე-ჯავახეთის პროექტის განხორციელებას  CDI3-ის ფარგლებში.


CARE International on Caucasus-მა  დაიწყო მესამე ეტაპი ”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივისა” (CDI), რომელიც ინიციირებული და დაფინანსებულია  BP-სა და მისი  პარტნიორების ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC), სამხრეთ კავკასიის გაზსადენისა (SCP) და საქართველოს მილსადენის კომპანიების (GPC ) მიერ და ემსახურება  მნიშვნელოვანი სარგებლის მიღებას, რომელიც  უკვე დაგროვდა ისეთი პროექტების განხორციელების დროს, როგორიცაა  CIP1 და  CIP2 მიმართული მილსადენის 77 დასახლებაზე და წარმოადგენს BP-ის მომავალი საქმიანობის მხარდამჭერს.


პროექტი დაიწყო  2010 წლის მაისში და  გაგრძელდება 2012 წლის იანვრამდე. პროექტის ”ნაციონალიზაციის” ფარგლებში, საწყის  ეტაპზე RDA განახორციელებს ამ აქტივობას  CARE-ს მხარდაჭერით და  ეტაპობრივად თავის თავზე აიღებს ამჟამად CARE-ს მიერ განხორციელებულ საქმიანობებს.


CDI3-ის მიზანი არის ”გააღრმავოს პოზიტიური ურთიერთობები  BP-სა და  BTC / SCP მილსადენის გასწვრივ არსებულ დასახლებას შორის, იმ მოსახლების ფინანასური დახმარებით, რომელიც გამოხატავენ ერთგულებას, რომ გახდნეს საზოგადოების მდგრადი განვითარების მოდელები”.


CDI3-ის პროექტის მიზანი მიიღწევა ორი ძირითადი ასპექტის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ეკონომიკური განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სტრატეგიებს. ძირითადი აქცენტი კეთდება მდგრადობაზე, რაც წარმოადგენს პროექტის ძირითად თემას. მას შემდეგ რაც CARE აღარ იქნება პროექტის პირდაპირი განმახორციელებელი ის მაინც უზრუნველყოფს RDA-ს მხარდაჭერას კვალიფიკაციის ამაღლებასა და  ხელმძღვანელოაში. ის შეინარჩუნებს ურთიერთობებსა  და ნდობას, რომელიც  მოიპოვა CDI-მ უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში და განამტკიცებს  BP-ის პოზიციონირებას,  როგორც CDI -ის დონორი კომპანიისა.


პროგრამას ექნება ორი კონკრეტული მიზანი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა შესაბამისი საქმოამობებს, როგორიცაა: "ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კვალიფიკაციის ამაღლება და სოციალური პოზიციონირების გაუმჯობესება მილსადენის თემებში, და გაუმჯობესებული ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც შესაძლებელს გახდის განავითაროს  მცირე და საშუალო საწარმოები მილსადენის თემებში”.  საქმიანობები, რომლის  მიზანი ეს კონკრეტული ამოცანებია  სარგებელს მოუტანს თემის წევრებს დაუყოვნებლივ და პირდაპირ, და შექმნის საფუძველს თემის მდგრადი განვითარებისთვის უკვე ამ წლიდან. ამგვარი ინიციატივების მაგალითებია: სათემო ინფრასტრუქტურის სქემები, ასევე სტრუქტურული ცვლილებები უფრო ხელსაყრელი გარემოს - CDI-ს ნაციონალიზაციაზე გადასვლა; მეტი გრანტები მცირე ბიზნესის  დამწყებ მეწარმეებს, სადემონსტრაციო ფერმები და სასოფლო-სამეორნეო მომსახურების გაფართოება  მიზნობრივი ოჯახების შემოსავლების გაზრდის მიზნით,  ფერმერთა ჯგუფების მხარდაჭერა  და ა.შ.


პროექტის განხორციელების პროცესში, CDI3 წარუდგენს  ფერმერებსა და მცირე ბიზნესს სუბსიდირებული სესხების სქემის  შესაძლებლობას, რომელიც ჯერ არ არის მდგრადი, და იქნება ბერკეტები სესხების კაპიტალში პროექტის განხორციელების დროს, ამასთანავე უზრუნველყოფს საჭირო სტიმულებს  მცირე ბიზნესის განვითარებისათვის  მიზნობრივ თემებში.


პროექტი დაიწყო 2010 წლის მაისში და გაგრძელდა 2012 წლის იანვრამდე. 

bottom of page