top of page
RDA მოიცავს  CDI4 დასავლეთის მილსადენის გასწვრივ  მდებარე ახალციხის, ბორჯომისა და ადიგენის რაიონების 28 სოფელს 

ახალციხის რაიონის 18 სოფელი: ​აგარა, აწყური, ივლიტა, კლდე, მინაძე, ნაოხრები, საყუნეთი, სხვილისი, თისელი, ტყემლანა, წინუბანი, წირა, წყალთბილა, წყრუთი, წნისი, ვალე, ზემო სხვილისი, ზიკილია.

ბორჯომის რაიონის 8 სოფელი: ანდეზიტი, დგვარი, მოლითი, საკირე, ტაბაწყური, ტაძრისი, ციხისჯვარი, თორი.

ადიგენის რაიონის 2 სოფელი: არალი, ვარხანი

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა 4, დასავლეთი

2012 წლის 11მაისს RDA-მ ხელი მოაწერა  CDI დასავლეთის (CDI4)  მეოთხე ფაზის შესრულების შეთანხმებას  2015 წლამდე.  პროექტი დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ და პროექტის სოციალური და  ეკონომიკური კომპონენტებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მან სარგებელი მოუტანოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC)  მილსადენის გასწვრივ მდებარე სამცხე-ჯავახეთის 28 სოფელს. CARE International on Caucasus დარჩა  RDA-ს განმახორციელებელ პარტნიორად, რომელიც გაუწევს კონსულტაციას პროცესის მსვლელობისას.

*** ზემოთ ნაჩვენები  სქემა გვიჩვენებს  CDI4-ის საქმიანობის სტრუქტურას . იასამნისფრად მონიშნული კვადრატები წარმოადგენს ახალ საქმიანობებს, რომლებიც  არ განხორციელებულა CDI-ის წინა ფაზებში.

საქმიანობათა ნუსხა:
სოციალური განვითარების კომპონენტი
 
  • გრანტები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის  სათემო ორგანიზაციებს (CBO)

  • გრანტები სათემო ორგანიზაციებს   სოციალური საწარმოების დაარსებისთვის (ფასიანი  მომსახურების გასაწევად  და სოციალური პროექტების  განსახორციელებლად)  სათემო სარგებელის მისაღებად

  • გრანტები ფერმერთა ჯგუფებს სასოფლო კოოპერატივის განვითარებისთვის 

  • სათემო ორგანიზაციების  პოტენციალის ზრდა უნარების შეფასებისა და ფანდრაიზინგსა და პროექტის მართვაში ტრენინგების ჩატარების მეშვეობით
     


ეკონომიკური განვითარების კომპონენტი


• პოტენციურ მეწარმეთა  დატრენინგება ბიზნეს გეგმის  შედგენასა  და ბურალტრულ აღრიცხვაში, შემდგომი კონსულტაციებით
• სუბსიდირებული მიკრო სესხები ფერმერებს, რომელსაც  ახორციელებს მესამე პირის ფინანსური ინსტიტუტი
• გრანტები ფინანსური და იურიდიული სამსახურის ჯგუფების დაარსებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის  ტრენინგების მეშვეობით
• წარმოების ხარჯები და გადავადებები ფერმერთა ჯგუფებისთვის სადემონსტრაციო ფერმების მოსაწყობად.
• კავშირებს ფერმერებსა და მცირე ბიზნესს საცალო ვაჭრობის ობიექტებთან.

Regional Development Association (RDA)
All Rights Reserved 2012
www.RDA.org.ge    info@RDA.org.ge

bottom of page