top of page
RDA მოიცავს  CDI6 დასავლეთის მილსადენის გასწვრივ  მდებარე ახალციხის, ბორჯომის, წალკის და ადიგენის მუნიციპალიტეტების 60 სოფელს 
ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა (CDI6)
ფაზა 6

​ახალციხის მუნიციპალიტეტების სოფლები: ვალე, წყალთბილა, ნაოხრები, ჯულღა, წინუბანი, წყალთბილა, აბათხევი, ზემო სხვილისი, სხვილისი, ივლიტა, წყრუთი, წირა, მინაძე, კლდე, წნისი, აგარა, ზიკილია, საყუნეთი, წინუბანი, აწყური, თისელი, ტყემლანა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლები:  ტაბაწყური, მოლითი, ციხიჯვარი, ანდეზიტი, თორი, საკირე, ტაძრისი, დგვარი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები: არალი, უდე, წარბასთუმანი, ვარხანი.

დონორი: BP საქართველო და პარტნიორები, USAID ZRDA საქართველოში

განმახორციელებელი ორგანიზაცია: რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA);
ხანგრძლივობა: სექტემბერი 2018 - დეკემბერი 2021;
კომპონენტები: მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სასოფლო-სამეურნეო და სხვა ცოდნის წყაროს შექმნა.  
გეოგრაფიული არეალი, მუნიციპალიტეტები: ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, წალკა;
სამიზნე ჯგუფი: სამიზნე სოფლების მოსახლეობა;
მიზანი: BP-ს მილსადენების, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის და  სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გასწვრივ მდებარე 60 სოფელში (სამცხე–ჯავახეთი 33; წალკის მუნიციპალიტეტი 27) თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ დაეხმარება BP-ს, USAID-ის პროექტს „ზრდა“  და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების გაღრმავებას.

პროგრამის ფარგლებში „რეგიონული განვითარების ასოციაცია“ მუშაობს შემდეგი სამი მიმართულებებით:


1) სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების ხელშეწყობა

სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის  თანადაფინანსებით განხორციელება.

საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ პროგრამის  ფარგლებში გათვალისწინებულ მიზნობრივ თემებში, და კონკურსში მიღების უფლება აქვთ მხოლოდ სამიზნე თემებში არსებულ სათემო კავშირებს. 


2) მცირე ბიზნესის დაწყების ან გაფართოების ხელშეწყობა

მცირე ბიზნესის დაწყების ან/და გაფართოების განვითარების სტიმულირება და მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, RDA აცხადებს კონკურსს ბიზნეს გრანტების  გაცემის თაობაზე.

საგრანტო პროგრამით დაფინანსებული ბიზნესი უნდა განხორციელდეს მხოლოდ CDI პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სამიზნე თემებში.

განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ ბიზნეს პროექტებს, რომელთა ავტორებსაც ექნებათ პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის სათანადო გამოცდილება და რომლებიც წარმოაჩენენ წარმატებული განვითარებისა და ზრდის შესამჩნევ პოტენციალს. ასევე, პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ ბიზნესებს, რომელთა პირველი მოგება მოსალოდნელია მიმდინარე წლის ბოლომდე. პროექტის ფარგლებში  წახალისებულია 35 წლამდე ახალგაზრდების და ქალი მეწარმეების ჩართულობა.


3) აგრონომიული ცოდნის გავრცელების წყაროს ჩამოყალიბება სათემო კავშირების ბაზაზე

სათემო კავშირების ბაზაზე აგრონომიული ცოდნის გავრცელების წყაროს  ჩამოყალიბება, და აღნიშნული ცენტრების ტექნიკური მხარდაჭერა.

ცოდნის გამავრცელებელი წყარო უნდა შეიქმნას არსებული სათემო კავშირების მიერ მხოლოდ CDI პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ სამიზნე თემებში.

განაცხადების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომელთა პირველი მოსავალი მოსალოდნელია მიმდინარე წლის განმავლობაში და მოსარგებლეები გაუზიარებენ ცოდნას რაც შეიძლება მეტ თანასოფლელს თუ დაინტერესებულ პირს. პროგრამის ფარგლებში  წახალისებულია სათემო კავშირის წევრების ერთობლივი განაცხადი.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლები: აიაზმა, აშკალა, ავრანლო, კოხტა, ბარეთი, ბერთა, ბეშთაშენი, ბურნაშეთი, დარაკოვი, განთიადი, გუმბათი, იმერა, არწივანი, საბეჭისი, ახალშენი, კიზილ-კილისა, კუში, ლივადი, ნარდევანი, ოზნი, ქვემო ხარაბა, რეხა, საყდრიონი, ჩრდილისუბანი, სამადლო, წინწყარო, ხანდო.

bottom of page