top of page

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს. პირველ ეტაპზე, კერძოდ, ბიზნესიდეების რეგისტრაციის პერიოდში, რომელიც გამოცხადებული იყო 2017 წლის 15 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით, ჯამში 20 000-ზე მეტი ონლაინ განაცხადი შემოვიდა.

ბიზნესიდეების რეგისტრაციის დასრულებისთანავე, მიმდინარეობდა შემოსული განაცხადების გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ, რომლის შედეგებიც თავად კონტრაქტორმა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეატყობინეს განმცხადებლებს. აღნიშნული ეტაპის ფარგლებში გამოვლენილი საუკეთესო ბიზნესიდეების 5 000-მდე ავტორს ჩაუტარდათ ტრეინინგი ზოგადი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავდა ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დაემატა, რომელიც გამიზნულია, როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისათვის, ასევე, არსებული ბიზნესის გაფართოება/გადაიარაღებისთვის. 2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 4 909 ბენეფიციარი და 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 29 155 007 ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების სახით გაცემულია  22 942 704 ლარი.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირებიზნესის განვითარებას - მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით. პროგრამას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო  კონრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში  სააგენტოს კონტრაქტორია ააიპ რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA).

bottom of page