top of page
სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD საქართველო)
გეოგრაფიული არეალი: ხობი, აბაშა, სენაკი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური,  ცაგერი.

დონორი: ევროკომისია

განმახორციელებელი კონსორციუმი: ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET);

ბიუჯეტი: 4,095,315 ევრო

ხანგრძლივობა: იანვარი 2014 - დეკემბერი 2017

თემატიკა: სოფლის მეურნეობის განვითარება, საბაზრო კავშირები, ქალთა როლის გაძლიერება;

გეოგრაფიული არეალი: ხობი, აბაშა, სენაკი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ცაგერი;

სამიზნე ჯგუფი: სოფლად მაცხოვრებელი ღარიბი მოსახლეობა, მცირე ფერმერები, ქალები;

მიზანი: სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა და სოფლად სიღარიბის შემცირება საქართველოში.

ჩვენს პროექტს ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული მიზანი გააჩნია: 1) გაზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ახალი, ფინანსურად მდგრადი კოოპერატივების დახმარებით, რის შედეგადაც 2) გაიზრდება სოფლის მაცხოვრებლების შემოსავალი და გაუმჯობესდება მათი ცხოვრების პირობები. ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ 4 მიმართულებით ვმუშაობთ:


1) ხელს ვუწყობთ კოოპერატივების ტექნიკური და ორგანიზაციულიშესაძლებლობების გაძლიერებას:

დავეხმარებით 60 კოოპერატივს (რომელიც დაახლოვებით 860 მცირე ფერმერს გააერთიანებს), რათა ჩამოაყალიბონ და დახვეწონ ბიზნეს გეგმები. ამ კოოპერატივებს შემდეგი სახის დახმარებას გავუწევთ:

  • დავეხმარებით ბიზნეს იდეების დახვეწაში: ანალიზის შედეგად განვსაზღვრავთ, რამდენად რეალურია გეგმა, მოვხაზავთ იმ მომსახურების სფეროებს, რომელიც უკვე არსებობს ბაზარზე, ან რომლის არსებობის აუცილებლობაა , ჩავუტარებთ ტრეინინგებს და ა.შ;

  • გავუზიარებთ მათ საჭიროებებზე მორგებული ტექნიკურ ცოდნას: მაგალითად, ნიადაგის და წყლის მენეჯმენტი, კლიმატის შესაფერისი დათესვა/დარგვის მეთოდები და ა.შ.

  • შევუქმნით პირობებს რათა ბიზნესი წარმატებით მართონ: მაგალოთად, შექმნან მმართველობის გამართული სისტემა, შეიძინონ ბიზნეს ანალიზისა და მენეჯმენტის უნარები.

ასევე შევარჩევთ საუკეთესო 43 ფერმერთა გაერთიანებას, მათთვის გამოვყოფთ საშუალოდ 25 000 ევროს ოდენობის დაბრუნებად გრანტს და გავუწევთ ტექნიკურ დახმარებას.

2) ვეხმარებით საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, რათა უკეთ დაიცვას მცირე ფერმერების ინტერესები:

ჩვენ დავეხმარებით ფერმერთა ასოციაციას, რომ გააუმჯობესოს ორგანიზაციული სტრუქტურა, განავითაროს მდგრადი ბიზნეს მოდელი და აამაღლოს დაინტერესებული მხარეების ცნობიერება.

3) ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, რათა დაიხვეწოს მცირე ფერმერებზე მიმართული სტრატეგია:

ამ კომპონენტის ფარგლებში, ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან და მივაწვდით განახლებად ინფორმაციას დაარსებული კოოპერატივების საქმიანობის შედეგებზე. ეს ხელს შეუწყობს სტრატეტიის დახვეწას, გააუმჯობესებს სამუშაო გარემოს, და ხელს შეუწყობს მეტი კოოპერატივის შექმნას, რომელებიც არსებული კოოპერატივების წარმატებულ მოდელს დაეყრდნობიან.

4) ვაკავშირებთ მცირე ფერმერთა გაერთიანებებს ინვესტორებთან, ვაუმჯობესებთ მათ წვდომას საბაზრო ინფორმაციასთან და წარმოება/გადამუშავების უახლეს მეთოდებთან:

ჩვენ შევარჩევთ კოოპერატივების საუკეთესო ბიზნეს იდეებს, განვათავსებთ ჩვენს ვებ-საიტზე და გავუწევთ შუამავლობას ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან. ამ პროქტისთვის, ქეა საერთაშორისო კავკასიაში მოიზიდავს 300 000 ევროს სოციალური ინვესტორებისა და ფილანტროპებისაგან. გარდა ამისა, შეიქმნება წარმოებასთან დაკავშირებული საბაზრო ფასების მონაცემთა სისტემა, რაც მცირე ფერმერებს ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს. დამატებით, მათ ექნებათ უკეთესი წვდომა ტექნიკური დახმარების მიმწოდებლების ქსელთან.

bottom of page