top of page

სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (USAID/REAP) 



სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი (შემდგომში,USAID/REAP), რომელსაც აფინანსებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს (CNFA) ხელს უწყობს სოფლად შემოსავლების ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვის და ტექნიკური დახმარების მიწოდების გზით. USAID/REAP პროექტი მიზნად ისახავს ქართულ აგრობიზნესში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის წახალისებას და ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქალთა თანასწორუფლებიან ჩართულობას აგროსაწარმოების განვითარებაში.


ინიციატივის ამოცანები
აგრობიზნესში ქალ მეწარმეთა ჩართულობის მხარდასაჭერად, USAID/REAP პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:
(ა) აგრობიზნესის სფეროში განვითარების მაღალი პოტენციალის მქონე ქალ მეწარმეთა გამოვლენა, 
(ბ) ქალებისთვის ტრენინგების ჩატარება ბანკებისთვის მისაღები ბიზნეს გეგმების შემუშავების თემაზე, 
(გ) საუკეთესო ბიზნეს-გეგმების შერჩევა USAID/REAP პროექტის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისთვის, 
(დ) საგრანტო დაფინანსების წარმატებული მაძიებლებისთვის დახმარების გაწევა კომერციული კრედიტების მიღებაში, რაც ასევე გულისხმობს საქართველოს მთავრობის იაფი კრედიტის პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებულ სესხებს, 
(ე) დანარჩენი მონაწილეებისათვის დახმარების გაწევა ბიზნეს გეგმების გაუმჯობესების თვალსაზრისით, რათა მათ შეძლონ თანადაფინანსების მოპოვება საგრანტო პროგრამის მომდევნო რაუნდებში, ან შეძლონ ბანკის კრედიტის მიღება.
ამ ინიციატივის ფარგლებში USAID/REAP პროექტი მოელის სატენდერო წინადადებებს ადგილობრივი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებისგან, რომლებიც განახორციელებენ წინამდებარე ინიციატივასთან დაკავშირებულ აქტივობებს საქართველოს მაქსიმუმ ოთხ რეგიონში. წინადადებაში ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი, რომ დაინტერესებულ კომპანიას ძალუძს:
(ა)კვალიფიციური ადგილობრივი ქალი მეწარმეები (იმ ჩამონათვალის მიღმა, რომელიც გაკეთებული აქვს USAID/REAP პროექტს და რომელიც ხელმისაწვდომი გახდება შერჩეული კონსორციუმისთვის),
(ბ) შეიმუშაოს მათთვის ტრენინგის პროგრამა, რაც დაეხმარება მათ ბანკებისთვის მისაღები ბიზნეს გეგმების შედგენაში,
(გ) ჩაატაროს ტრენინგები,
(დ) გამოავლინოს საუკეთესო ბიზნეს გეგმები და
(ე) დაადგინოს, თუ რა ხარვეზების აღმოფხვრა არის საჭირო იმისთვის, რომ დანარჩენი ბიზნეს გეგმებიც გახდეს მისაღები ბანკებისთვის, ან სხვა თანადაფინანსების სქემებისთვის.

აღნიშნული ინიციატივა განხორციელდება USAID/REAP პროექტთან მჭიდრო თანამშრომლობით. დაინტერესებულმა ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიებმა:
• შეიძლება შემოიტანონ სატენდერო წინადადება ერთ ან მეტ რეგიონთან დაკავშირებით,

• შეიძლება შემოგვთავაზონ კონსორციუმის ფორმატში მუშაობა ინიციატივის განსახორციელებლად,
• შეიძლება და სასურველია ჩართონ პროექტის განხორციელებაში სამიზნე რეგიონში მოქმედი ორგანიზაციები/კომპანიები,
• უნდა გამოავლინონ ქალი მეწარმეები, რომლებიც აკმაყოფილებენ USAID/REAP პროექტის საგრანტო დაფინანსების კრიტერიუმებს (შერჩეული კანდიდატების ბიზნეს წინადადებები უნდა ფარავდეს USAID/REAP პროექტის საგრანტო პროგრამის ოთხივე პრიორიტეტულ მიმართულებას - USAID/REAP პროექტის საგრანტო პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ დანართი „ა“). ამასთან, ბენეფიციარებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული გამოცდილება ბიზნესში, სამეწარმეო უნარ-ჩვევები, სათანადო ფინანსური რესურსი USAID/REAP პროექტის გრანტის თანადაფინანსების განსახორციელებლად და გააჩნდეთ რაციონალური ბიზნეს-იდეა.
• უნდა წარმოადგინონ ტრენინგის პროგრამის მოკლე მიმოხილვა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები, რომლებიც შეძლებენ პროექტის მიზნების მიღწევას. • უნდა წარმოადგინონ დეტალური ბიუჯეტი. ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიებს მოვუწოდებთ პარტნიორული ურთიერთობები დაამყარონ სამიზნე რეგიონში მოქმედ ორგანიზაციებთან. სატენდერო წინადადების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია გენდერული და აგრარული და/ან გენდერული და ეკონომიკური განვითარების ექსპერტების (დასაშვებია როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების მონაწილეობა) ჩართვა მუშაობის პროცესში. 
 

პროექტს განახორციელებს  ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და რეგიონული განვითარების ასოციაციასთან (RDA) პარტნიორობით.  EDA პასუხისმგებელი იქნება პროექტის მართვასა და მეთვალყურეობაზე, ასევე დონორთან ანგარიშგებაზე.  GFA უზრუნველყოფს პროექტის საკომუნიკაციო მხარდაჭერას, მოახმარს პროექტს საკუთარ სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს, წევრ ფერმერთა ბაზას და დააკავშირებს პროექტის მონაწილეებს ასოციაციის წევრ აგრო-ექსპერტებთან. რეგიონული განვითარების ასოიაცია (RDA) პასუხისმგებელი იქნება მობილიზაციაზე და წინასწარი ბიზნეს იდეების შეგროვებაზე, დაუთმობს პროექტს რეგიონულ ოფისს და უზრუნველყოფს რეგიონის ფარგლებში საჭირო კოორდინაციას. პროექტი სამ ეტაპად ხორციელდება, მობილიზაცია, ტრენინგები და კონსულტაციები. სამივე ფაზა ხორციელდება კონსორციუმის მიერ გარდა სპეციფიკურ კონსულტაციებისა, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს დაქირავებული კონსულტანტების მიერ საჭიროების შემთხვევაში. 

 

პროექტის ფარგლებში, კონსორციუმი გეგმავს სამეგრელო და ზემო სვანეთის რეგიონში აგრობიზნესში აქტიური 20-მდე ქალბატონის გამოვლენას და მათ დახმარებას საგრანტო თუ კერძო დაფინანსების მოსაპოვებლად - მათი ინფორმირების, მოტივირების და უნარების გაძლიერების გზით.

პროექტის მონაწილეთა გამოვლენის ყველაზე ეფექტურ მეთოდად კონსორციუმი განიხილავს ადგილობრივი სიმძლავრეების გამოყენებას მობილიზაციის ფაზაში, რომელსაც სრულად უზრუნველყოფს კონსორციუმის წევრი - რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA). RDA-ს სამტრედიის ოფისი დაკომპლექტებულია გამოცდილი, პროფესიონალი ადგილობრივი კადრებით, რომელთაც დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების პროექტებისთვის მეწარმეთა მობილიზაციის უნიკალური გამოცდილება გააჩნიათ (პროგრამები ENPARD, NEO, EPI და ა.შ). 

bottom of page